სორიის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სორიის მდებარეობა ესპანეთში

სორიაპროვინცია ცენტრალურ ესპანეთში, ავტონომიური გაერთიანება, კასტილია და ლეონის აღმოსავლეთ ნაწილში.

მას ესაზღვრება ესპანეთის შემდეგი პროვინციები: ლა რიოხა, სარაგოსა, გვადალახარა, სეგოვია და ბურგოსი

სორია არის ყველაზე ნაკრლებად დასახლებული პროვინცია ესპანეთში. 9 ადამიანი/კმ² სიმჭიდროვით კი - ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროკავშირის ქვეყნებში. მისი მოსახლეობა შეადგენს 91,487 კაცს (2002 წლის მონაცემებით), რომლის დაახლ. 40% ცხოვრობს მის დედაქალაქ სორიაში. პროვინციაში არის 183 მუნიციპალიტეტი, რომლის დაახლ. ნახევარი არის სოფლები 100 კაცზე ნაკლები მოსახლეობით.