ვიკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ვიკი}} |
ვიკი — თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგია, ჰიპერტექსტური გარემო (როგორც წესი, ვებსაიტი), რომელშიც მრავალ ადამიანს ერთდროულად შეუძლია ტექსტური ინფორმაციის შექმნა, რედაქტირება და სტრუქტურირება.
[რედაქტირება] ვიკის ძირითადი თვისებები
- ბევრი ავტორი. ნებისმიერ დროს ვიკიზე მუშაობა შეუძლია ბევრ მომხმარებელს.
- ტექსტის მრავალჯერადი რედაქტირება უშუალოდ ვიკი-გარემოს საშუალებით, სხვა დამხმარე რედაქტორების გამოყენების გარეშე.
- ცვლილებების მყისიერი ასახვა რედაქტირების შეტანისთანავე.
- ინფორმაციის დანაწევრება გვერდებად, რომელთაგან თითოეულს თავისი სახელი აქვს.
- რედაქტირების სპეციალური ენა, რომელიც საშუალებას იძლევა ადვილად და სწრაფად მოახდინოთ ტექსტის ფორმატირება, ჰიპერტექსტური ბმულების, სტრუქტურირების სხვა ელემენტების ჩასმა.
- ტექსტის ცვლილებების სხვადასხვა ვერსიების აღრიცხვა და ძველ ვერსიაზე დაბრუნების შესაძლებლობა.
ვიკი-გარემოს შესაქმნელად საჭიროა განსაკუთრებულია პროგრამული უზრუნველყოფა - “ვიკის ძრავა”.
[რედაქტირება] ვიკის თავისებურებები
- ისტორია. პირველი ვიკი-ქსელი, “პორტლენდის (პროგრამული კოდების) ნიმუშების საცავი” შეიქმნა 1995 წლის 25 მარტს პროგრამისტის უარდ კანინგემის მიერ. მასვე ეკუთვნის ვიკი-კონცეფციის შექმნა.
- ტერმინი. სიტყვა “ვიკი” მომდინარეობს ჰავაიური ენიდან, სადაც wikiwiki ნიშნავს “სწრაფს”.
- ვანდალიზმი. ვიკი საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს შეცვალოს ტექსტის შინაარსი. ეს ქმნის საშიშროებას, რომ ვინმემ შეიძლება მასში შეიტანოს არასასურველი და არაკორექტული ცვლილებები. ამ მოვლენისგან თავის დასაცავად ვიკის აქვს ორი საშუალება: (1) დააბრუნოს ტექსტის პირვანდელი ვერსია; (2) ასეთ მომხმარებელს შეუზღუდოს ტექსტის რედაქტირების საშუალება.
სტატიის