პალენსიის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Localización provincia de Palencia.png

პალენსია (ესპ. Palencia) — პროვინცია ჩრდილოეთ ესპანეთში, კასტილია და ლეონის ჩრდილოეთ ნაწილში. მას ესაზღვრება შემდეგი პროვინციები: ლეონი, კანტაბრია, ბურგოსი და ვალიადოლიდი.

პროვინციის მოსახლეობა 176,125 კაცია (2002 წლის მონაცემები), რომლის 45% ცხოვრობს მის დედაქალაქ პალენსიაში. პროვინციაში არის 191 მუნიციპალიტეტი, რომლის ნახევარზე მეტი სოფლებია 200 კაცზე ნაკლები მცხოვრებით. იხ. პალენსიის მუნიციპალიტეტების სია.