ალექსანდრე რიბაკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე რიბაკი
Alexánder Rybák
Alexander Rybak during Eurovision 2009.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბელარ. Алякса́ндр І́гаравіч Рыба́к
დაიბადა 13 მაისი, 1986
წარმოშობის ადგილი ნორვეგიის დროშა ნორვეგია
ბელარუსის დროშა ბელარუსი
ჟანრ(ებ)ი ფოლკი, პოპი
საქმიანობა მომღერალი
ასოციაციები „Ung Symfoni“
ვებ-გვერდი ალექსანდრე რიბაკის Myspace

ალექსანდრე რიბაკი (ნორვ. Alexander Rybak, ბელარ. Аляксандр Ігаравіч Рыбак; დ. 13 მაისი, 1986, მინსკი, სსრკ) — ნორვეგიელი მუსიკოსი და მომღერალი, გაიმარჯვა კონკურსში „ევროვიზია 2009“, მოსკოვში, სიმღერით Fairytale.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

[რედაქტირება] ადრეული ცხოვრება

რიბაკი დაიბადა მინსკში, ბელორუსი. როდესაც ის იყო 4 წლის, ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ნორვეგიაში. 5 წლის ასაკში ალექსანდრემ დაიწყო პიანინოზე დაკვრა. მისი მშობლები არიან ნატალია რიბაკი, პიანისტი, და იგორ რიბაკი, ცნობილი მევიოლინე.

[რედაქტირება] პროფესიული ცხოვრება

ალექსანდრე ევროვიზია 2009–ზე

რიბაკი სწავლობდა მუსიკალურ ინსტიტუტში 10 წლიდან. 2005 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნორვეგიულ აიდოლში და გავიდა ნახევარფინალში. 2006 წელს ალექსანდრემ მოიგო ტალანტების შოუ საკუთარი სიმღერით "Foolin'".

[რედაქტირება] ევროვიზია 2009

ალექსანდრე რიბაკმა მოიგო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2009 მოსკოვში 387 ქულით. მანშეასრულა მის მიერვე დაწერილი სიმღერა "Fairyfale". ამ სიმღერაში იგრძნობა ნორვეგიული ფოლკლორის გავლენა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში ალექსანდრემ ყველა მონაწილე ქვეყნისგან მიიღო ქულა(გარდა ნორვეგიისა, რადგან ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესების თანახმად, მონაწილე ქვეყნებს არ აქვთ უფლება საკუთარ წარმომადგენლებს მისცენ ქულები). მან დააგროვა 387 ქულა, რითაც მოხსნა Lordi-ს მიერ დამყარებული 292 ქულიანი რეკორდი.

[რედაქტირება] ევროვიზიის შემდეგ, ფილმი და პირველი ალბომი

ალექსანდრე რიბაკი და მოცეკვავეები Frikar-იდან, კონცერტზე ნორვეგიაში, 2009 წლის სექტემბერი

რიბაკის პირველი ალბომი Fairytales გამოვიდა ევროვიზიაზე გამარჯვების შემდეგ. რიბაკის ასრულებს ლევის როლს გრეტე სალომონსენის ფილმში Yohan: The Child Wanderer, რომელიც უნდა გამოვიდეს 2010 წელს.[1] ალექსანდრე რიბაკმა გამართა საკონცერტო ტურნე ნორვეგიაში ევროვიზიის 1985 წლის გამარჯვებულთან ელისაბეტ ანდრეასენთან ერთად. 2009 წლის დეკემბერში მან სიმღერა Fairytale შეასრულა ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე მშვიდობის დარგში.[2] EMI ნორვეგიამ გამოუშვა ფილმი სახელწოდებით Fairytale, რომელიც გადაიღო ცნობილმა ნორვეგიელმა რეჟისორმა რუნე ლანგლომ. ეს ფილმი ასახავს ალექსანდრე რიბაკის გზას ევროვიზიაზე გამარჯვებამდე.[3]

2009 წელს მან ჩაწერა საუნდტრეკი "I Don't Believe in Miracles / Superhero" რუსული ფილმისთვის Black Lightning, რომლის პრუდიუსერია თემურ ბეკმამბეტოვი.[4]

[რედაქტირება] მეორე ალბომი (2010)

30 იანვარს რიბაკმა შეასრულა ახალი სინგლი "Europe Skies" ფინეთის ნაციონალურ ფინალზე, სადაც ფინელებმა აარჩიეს ევროვიზია 2010-ზე წარსადგენი სიმღერა. იგივე სიმღერა შეასრულა მან Fairytale-თან ერთად სლოვენიის, რუსეთის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაციონალურ ფინალში.[5]

2010 წლის აპრილში მან გამოუშვა ახალი სინგლი Opptur-თან ერთად "Fela Igjen"[6]

[რედაქტირება] დისკოგრაფია

[რედაქტირება] ალბომები

წელი ალბომი პოზიცია ჩარტებში
NOR BEL DEN DUT FIN GER POL RUS SWE EU
2009 Fairytales[7]
  • პირველი სტუდიური ალბომი
  • რეალიზაციის თარიღი: 29 მაისი 2009
  • ლეიბლები: EMI, Universal
  • ჟანრი: პოპი
1 13 15 29 4 16 7 1 2 18
2010 No Boundaries[8]
  • მეორე სტუდიური ალბომი
  • რეალიზაციის თარიღი: 14 ივნისი 2010
  • ლეიბლები: Universal
  • ჟანრი: პოპი
11 32 8

[რედაქტირება] სინგლები

წელი სინგლი პოზიცია ჩარტებში[9] ალბომი
NOR UK IRE RUS FIN GRE SWE DEN DUT EU
2009 "Fairytale"[10] 1 10 2 1 1 1 1 1 2 3 Fairytales
"Funny Little World"[11] 1 4
"Roll With the Wind"[12] 10
2010 "Oah"[13] No Boundaries
Other singles
2009 "I Don't Believe in Miracles / Superhero"[14][15] 18 Black Lightning Soundtrack
2010 "Fela Igjen" (feat. Opptur)[16] ალბომის გარეშე

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Alexander til filmen (Norwegian). yohan.no (28 July). წაკითხვის თარიღი: 2009-02-13.
  2. http://www.esctoday.com/news/read/14608
  3. http://www.esctoday.com/news/read/14571
  4. "They said it would kill my career" Rybak: "I listened only to myself", esctoday.com, January 2, 2010
  5. http://www.esctoday.com/news/read/15059
  6. http://twitter.com/AlexanderRybak/statuses/12785381066
  7. Alexander Rybak - Fairytales - Music Charts. aCharts. წაკითხვის თარიღი: 2009-06-04.
  8. Alexander Rybak - Official homepage
  9. Alexander Rybak - Music Charts. aCharts. წაკითხვის თარიღი: 2009-06-04.
  10. Alexander Rybak - Fairytale - Music Charts. aCharts (2009-02-01). წაკითხვის თარიღი: 2009-06-04.
  11. Alexander Rybak - Funny Little World - Music Charts. aCharts. წაკითხვის თარიღი: 2009-06-04.
  12. Alexander Rybak - Roll With The Wind - Music Charts. aCharts (2009-01-06). წაკითხვის თარიღი: 2009-06-04.
  13. Alexander Rybak - Official homepage
  14. Alexander Rybak – Ya ne veryu v chudesa, Alexander Rybak - Official homepage, January 12, 2010
  15. http://tophit.ru/cgi-bin/trackinfo.cgi?id=22254
  16. Alexander Rybak - Official homepage
წინამორბედი:
დიმა ბილანი
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულები
2009
შემდეგი:
ლენა მაიერ-ლანდრუტი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე