მარია ნაუმოვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარია ნაუმოვა
Maria Naumova 2.JPG
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარია ნაუმოვა
მეტსახელი Marie N
დაბ. თარიღი 23 ივნისი, 1973
წარმოშობა რიგა, ლატვია
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა, ჯაზი
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
აქტიური 1995 – დღემდე
საიტი MarieN.lv/

მარია ნაუმოვა (დ. 23 ივნისი 1973, ლატვია) არის ლატვიელი მომღერალი, რომლის სასცენო სახელია Marie N. 2002 წელს მან ლატვია გამარჯვება მოუტანა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერით "I Wanna".

მარია აღმოაჩინა ცნობილმა ლატვიელმა მუსიკოსმა რაიმონდ პაულსმა 1994 წელს, ერთი წლის შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ტალანტების კონკურსში. მარიას არ გაუმარჯვია, მაგრამ მან საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

ნაუმოვას პირველი სოლო ალბომი, რომელიც მთლიანად რუსულენოვანი იყო, გაყიდვაში გამოვიდა 1999 წელს. მომდევნო წელს კი მარიამ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შესარჩევ ტურში, მაგრამ ვერ გაიმარჯვა - მეორე ადგილზე გავიდა. 2001 წელს მან კიდევ მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის ნაციონალურ ფინალში სიმღერით "Hey Boy Follow Me", რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო მაყურებლებისაგან, მაგრამ ჟიურიმ ის არ აირჩია. ნაუმოვა იძულებული გახდა ერთი წელი დაეცადა, სანამ ის აირჩიეს ევროვიზიის სიმღერის კონკურს 2002-ზე ლატვიის წარმომადგენლად სიმღერით "I Wanna", რომელიც მისივე დაწერილი იყო.

ევროვიზიის სიმღერის კონკურს 2002-ზე მარიამ პირველი ადგილი დაიკავა და ლატვიას ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუპოვა.

2002 წლის ნოემბერში ნაუმოვამ ორი ახალი ალბომი გამოუშვა: ინგლისური და ლატვიური.

მარია ნაუმოვა იყო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანი 2003 წელს რენარდ კაუპერსთან ერთად (ლატვიერი ჯგუპის Brainstorm-ის წევრი).

დეკემბერში მარიას ბოლო ალბომი On My Own გამოვიდა, რომელშიც შედიოდა სიმღერები ლატვიურ, ფრანგულ, ინგლისურ და პორტუგალიურ ენებზე.

წინამორბედი:
ტანელ პადარი, დეივ ბენტონი & 2XL
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული
2002
შემდეგი:
სერთაბ ერენერი
წინამორბედი:
Annely Peebo და Marko Matvere
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წამყვანი
(რენარს კაუპერსთან ერთად)
2003
შემდეგი:
Korhan Abay და Meltem Cumbul