აბულ კალამ აზადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაულანა
აბულ კალამ აზადი
ურდუ. مولانا ابوالکلام محی الدین احمد آزاد
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1888
მექა, ჰიჯაზი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1958 (69 წლის)
დელი, ინდოეთი
მოქალაქეობა ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
პროფესია პოლიტიკოსი, მწერალი, ჟურნალისტი
ჯილდოები ბჰარატ რატნა
ხელმოწერა

მაულანა აბულ კალამ მუჰუდდინ აჰმად აზადი (ურდუ مولانا ابوالکلام محی الدین احمد آزاد‎, ბენგ. আবুল কালাম মুহিয়ুদ্দিন আহমেদ আজাদ; 11 ნოემბერი, 1888 — 22 თებერვალი, 1958)— ინდოელი პოლიტიკოსი და მეცნიერი. ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ინდუს-მუსლიმთა ერთიანობის მომხრე. 1912 წლიდან — ინდოეთის ეროვნული კონგრესის პარტიის წევრი.1912 წლიდან 1914 წლამდე მან გამოსცა ანტიბრიტანული გაზეთი „ალ-ჰილალი“ (ნახევარმთვარე). 1919–22 და 1930 წლებში აზადი იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის ერთ – ერთი ლიდერი. ინგლისთან მოლაპარაკებების დროს 1942, 1945, 1946 წლებში. ხელმძღვანელობდა ინდოეთის დელეგაციას.  იგი  გახლავთ თაფსირისყურანის განმარტების ავტორი და შრომებისა ურდუს ფილოსოფიასა და ლიტერატურის ისტორიაზე. 1947 წლის აგვისტოში გახდა ინდოეთის განათლების მინისტრი. [1]

აბულ კალამ აზადს  პატივისცემის ნიშნად  საყოველთაოდ მოიხსენებენ  როგორც მაულანა აზადს;  სიტყვა მაულანა — "ჩვენი ოსტატი", ხოლო  აზადი (თავისუფალი)—ფსევდონიმია.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბულ კალამ აზადი დაიბადა 1888 წლის 11 ნოემბერს მექაში. მამა— მულანა ჰაირუდინი,  გახლდათ  ბენგალელი მუსლიმი ავღანური ფესვებით. დედა— არაბი, შეიხის მუჰამედ ზაჰირ ვატრის ასული.  1890 წელს იგი ოჯახთან ერთად გადავიდა კალკუტაში.[3]

აბულ კალამი დელის უძველესი  მაჰმადიანი ღვთისმეტყველი სწავლულების (ულემების) გვარს ეკუთვნოდა. მან კარგი განათლება მიიღო ოჯახში. ფლობდა რამდენიმე ენას, მათ შორის: არაბულ, ინგლისურ, ურდუს, სპარსულ, ჰინდის და ბენგალურ ენებს.

აბულ კალამი სწავლობდა ისტორიას, რელიგიას, მათემატიკას და სხვა მეცნიერებებს. 13 წლის ასაკში დაქორწინდა ახალგაზრდა მუსლიმ გოგონაზე. წერდა სტატიებს რამდენიმე გაზეთისა და ჟურნალისთვის. 1912 წელს იგი გახდა გამოჩენილი ფიგურა ინდოეთის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ახალგაზრდა შეუდგა დასავლური ფილოსოფიის, პოლიტიკისა და თანამედროვე ისტორიის შესწავლას. შთაგონებული იყო მუსლიმი რეფორმატორის საიდ აჰმად ხანის იდეებით; დროთა განმავლობაში  ბევრი  რელიგიური დოგმის მიმართ ეჭვი გაუჩნდა.[4]

1906 წელს  ურდუზე დაბეჭდილი  გაზეთ „ალ-ჰილალის“ გამოქვეყნების შემდეგ, აზადი რედაქტორის თანაშემწე გახდა, იგი მხარს უჭერდა ინდური ნაციონალიზმის იდეებს და ყოველმხრივ აკრიტიკებდა ბრიტანეთის ინდოეთის ხელისუფლებას. 1914 წელს გაზეთი დაიხურა და აზადი ცოტა მოგვიანებით დააპატიმრეს. 1920 წლის 1 იანვრამდე სასჯელს იხდიდა ქალაქ რანჩის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ იგი მონაწილეობდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაჰათმა განდი. 1923 წელს აზადი აირჩიეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის (INC) პარტიის თავმჯდომარედ. იგი  კონგრესის თავმჯდომარედ ხელმეორედ  აირჩიეს 1940 წელს და  პარტიის ლიდერი 1946 წლამდე დარჩა. მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ინდოეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ.[5][6]

მაულანა აზადი, პატელი და მაჰათმა განდი. მუმბაი-1940 წ.

მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აზადი გახდა დამოუკიდებელი ინდოეთის განათლების მინისტრი და დარჩა ამ თანამდებობაზე  გარდაცვალებამდე-1958 წლამდე. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან აქტიურად ჩაატარა რეფორმები განათლების სფეროში. 1992 წელს  მიენიჭა ინდოეთის უმაღლესი სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდო, ბჰარატ რატნა.

ჯავაჰარლალ ნერუმ მას Mir-i- Karawan (ქარავნის წინამძღოლი) უწოდა, "ძალიან მამაცი და გალანტური ჯენტლმენი, კულტურის სრულყოფილი პროდუქტი, რომლის მსგავსი  დღევანდელობაში არცთუ ისე ბევრია" მაჰათმა განდიმ  აბულ კალამ აზადი მოიხსენია, როგორც  "პლატონის, არისტოტელესა და პითაგორას რანგის პიროვნება".[7][8]

აზადის სახე შექმნა მსახიობმა ვირენდრა ჰრაზდანმა 1982 წლის ბიოგრაფიულ ფილმში, „განდი“( რეჟისორი რიჩარდ ატენბორო).

მაულანა აბულ კალამ აზადი - 1988 წლის ინდოეთის საფოსტო მარკა

სატელევიზიო სერიალში Maulana Abul Kalam Azad, რომელიც გასული საუკუნის 90 -იან წლებში DD National- ის ეთერში გავიდა, ტიტულოვანი როლი მანგალ დილონმა შეასრულა  DD Urdu- მ გაუშვა ლავლინ თადანის მიერ  დოკუმენტური დრამის ჟანრში გადაწყვეტილი  სატელევიზიო სერიალი, Seher Khone Tak, რომელიც დაფუძნებულია აბულ კალამ აზადის  ცხოვრებასა და პოლიტიკურ კარიერაზე,  მთავარი გმირის როლი ამირ ბაშირმა შესარულა.[9]

აბულ კალამ აზადის დაბადების დღე, 11 ნოემბერი, ინდოეთში აღინიშნება, როგორც განათლების  ეროვნული დღე.[10]

ინდოეთის მრავალ დაწესებულებას მისი სახელი მიენიჭა. ზოგიერთი მათგანია: ნიუ დელიში მაულანა აზადის სამედიცინო კოლეჯი, ბჰოპალში მაულანა აზადის სახელობის ეროვნული ტექნოლოგიური ინსტიტუტი,   მაულანა აზადის სახელობის ურდუს  ეროვნული უნივერსიტეტი, დაწყებითი და სოციალური განათლების მაულანა აზადის ცენტრი (დელის MACESE უნივერსიტეტი), მაულანა აზადის კოლეჯი, მაულანა აზადის აზიის კვლევების ინსტიტუტი , აბულ კალამ მაულანა აზადის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კალკუტაში, ცენტრალური უნივერსიტეტი  ნიუ- დელიში, მაულანა აზადის ბიბლიოთეკა ალიგარის მუსლიმურ უნივერსიტეტში  და მაულანა აზადის სტადიონი ჯამუში. მის სახლში განთავსებული იყო მაულანა აბულ კალამ აზადის აზიის კვლევების ინსტიტუტი, ამჟამად იქ  მაულანა აზადის მუზეუმია.[11]

აზადის საფლავი დელიში ჯამა მასჯიდის გვერდით მდებარეობს. ბოლო წლებში ინდოეთის  ბევრი მოქალაქე გამოხატავდა  შეშფოთებას საფლავის ცუდი მდგომარეობის გამო. 2005 წლის 16 ნოემბერს, დელის უზენაესმა სასამართლომ  ბრძანა  ნიუ დელიში  აზადის საფლავი განეახლებინათ  და მისთვის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ. აზადის საფლავი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა და ყოველწლიურად უამრავ ვიზიტორს იღებს.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "International Urdu conference from Nov. 10". The Hindu. 7 November 2010. Archived from the original on 11 November 2010. Retrieved 13 April 2012.
  2. "Maulana Abul Kalam Azad Biography – Maulana Azad Indian Freedom Fighter – Information on Maulana Azad – History of Maulana Abul Kalam Azad".
  3. Biography Of Maulana Azad. Iccrindia.net. Retrieved on 7 December 2018.
  4. Maulana Abul Kalam Azad – The Builder of Modern India. Indiaedunews.net (11 November 2008). Retrieved on 7 December 2018.
  5. Gandhi, Rajmohan (1986). Eight Lives: A Study of the Hindu-Muslim Encounter. USA: State University of New York Press. p. 219. ISBN 978-0-88706-196-7.
  6. Huq, Mushirul (23 July 2006). "President Azad". Archived from the original (PHP) on 9 April 2009. Retrieved 23 July 2006.
  7. Osmani, Ahmed. Maulana Azad's Political History. pp. 67–85
  8. Nandurkar. Sardarshri Ke Patra (2). p. 390.
  9. National Film Festival. Directorate of Film Festivals. 1993. p. 125.
  10. "Remembering Maulana Abul Kalam Azad: A Short Biography". Institute of Asian Studies. Retrieved 1 January 2013. Maulana Abul Kalam Azad was born on November 11, 1888, in Mecca. He came back to Calcuttawith his family in 1890.
  11. "Maulana Abul Kalam Azad Institute of Asian Studies --- Museum". makaias.gov.in. Retrieved 8 November 2019.
  12. "Restore Maulana Azad's grave: HC". Express News Service, Expressindia.com. 17 November 2005. Archived from the original (PHP) on 4 December 2007. Retrieved 6 November 2006.