მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

კრაისლერ ბილდინგი
კრაისლერ ბილდინგი
კრაისლერ ბილდინგი (Chrysler Building, კრაისლერის შენობა) — 319 მ სიმაღლის არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენი მდებარეობს ისტ-საიდ მანჰეტენზე 42-ე ქუჩისა და ლექსინგტონის ავენიუს გადაკვეთაზე. თავდაპირველად აგებულ იქნა კრაისლერის კორპორაციისთვის, თუმცა ამჟამად შენობა TMW Real Estate (75%) და Tishman Speyer Properties (25%) საკუთრებაშია. კრაისლერ ბილდინგი პირველი ნაგებობა იყო მსოფლიოში რომელმაც 1000 ფუტის სიმაღლეს გადააჭარბა. დასრულდა რა 1930 წელს, შენობა მყისვე გახდა ქალაქ ნიუ-იორკის სიმბოლო.

დღის სურათი

ახალგაზრდა მისისიპის ალიგატორი ისვენებს ზრდასრულის თავზე.
ახალგაზრდა მისისიპის ალიგატორი ისვენებს ზრდასრულის თავზე.
ახალგაზრდა მისისიპის ალიგატორი ისვენებს ზრდასრულის თავზე.

სიახლეები

იბრაჰიმ რაისი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


28 მაისი — ამ დღეს...

px
px
  • ძვ. წ. 585 : მზის დაბნელება, რომელიც ბერძენმა ფილოსოფოსმა თალესმა იწინასწარმეტყველა. კარდინალური თარიღი, რომლის მიხედვით სხვა ისტორიული თარიღების დადგენა გახდა შესაძლებელი.
  • 1588 : ესპანური არმადა, 130 ხომალდითა და 30 000 მებრძოლით, ლისაბონიდან ინგლისის არხისკენ დაიძრა.
  • 1905 : რუსეთ-იაპონიის ომი: ცუსიმის ბრძოლაში იაპონიის იმპერიულმა ფლოტმა ადმირალი ტოგო ჰეიჰაჩიროს (სურათზე) მეთაურობით რუსეთის ბალტიის ფლოტი გაანადგურა.
  • 1918 : სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.
  • 1964 : შეიქმნა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი