ქალთა V საჭადრაკო ოლიმპიადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

18 სექტემბერი - 13 ოქტომბერი 1972. სკოპიე, იუგოსლავია

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოპიეში პირველად გაიმართა ვაჟთა და ქალთა ოლიმპიადები ერთდროულად. აქვე გაიმართა ფიდე-ს 43-ე კონგრესი. მაკედონიელებმა უმოკლეს დროში ააგეს ოლიმპიური სოფელი, სამი დიდი დარბაზი. გამოუშვეს ოლიმპიადისადმი მიძღვნილი წიგნები, პროგრამები, მარკები. მოკლედ ბრწყინვალედ მოემზადნენ მსოფლიოს წამყვანი მოჭდრაკეების მისაღებად. სკოპიეში ასამდე ქვეყნის ნაკრები ჩამოვიდა. მათ შორის იყო 23 ქალთა ნაკრები გუნდი. შეჯიბრება ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფად დაიყვნენ და შემდეგ დაკავებული ადგილების მიხედვით თამაშობდნენ I-VIII, IX-XVI და XVII-XXIII ადგილებისათვის გამართულ ფინალურ ტურნირებში. საბჭოთა გუნდის ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ალა კუშნირი და სსრკ-ს 1971 წლის ჩემპიონი, ირინა ლევიტინა იცავდნენ. ნაცნობი სახეები იყვნენ რუმინეთის (ალექსანდრა ნიკოლაუ, ელიზაბეტა პოლიქრონიადე, გერტრუდა ბაუმშტარკი) და უნგრეთის (მარია ივანკა, ჟუჟა ვერეცი) გუნდებში. სწორედ ისინი იყვნენ საბჭოთა ნაკრების მთავარი მეტოქეები. ქვეჯგუფებში ფავორიტებს არავითარი პრობლემა არ შექმნიათ ისე გავიდნენ ნახევარფინალში. საბჭოელებმა, მაგალითად მხოლოდ ნახევარი ქულა დათმეს რვა პარტიაში. სენსაცია მოხდა მესამე ქვეჯგუფში. იუგოსლავიელებმა მოულოდნელად წააგეს ინგლისელებთნ, ფრედ ითმაშეს ჩეხებთან და მთავარი ფინალის მიღმა დარჩნენ. ფინალის მიღმა დარჩნენ პოლონელებიც, რომლებიც ნახევარი ქულით ჩამორჩნენ გფრ-ს გუნდს. ფინალური ტურნირის პირველსავე ტურში ერთმანეთს მთავარი მეტოქეები, საბჭოთა და რუმინელი მოჭდრაკეები შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა მოუგო ნიკოლაუს, ხოლო კუშნირმა - პოლიქრონიადეს. საბჭოელებმა წარმატებულ სტარტს ასევე წარმატებული სვლა მიაყოლეს და ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღეს ჩემპიონის წოდება. მეტად მნიშვნელოვანი იყო მეოთხე ტურის მატჩი რუმინეთისა და უნგრეთის გუნდებს შორის. უფრო გამოცდილმა რუმინელებმა ორივე პარტია მოუგეს თავიანთ ახალგაზრდა ოპონენტებს და როცა ბოლო ტურში უნგრელები საბჭოელებთნაც დამარცხდნენ, მყის წამოეწივნენ მათ და პირადი მოგების ხარჯზე მეორე ადგილზე მოკალათდნენ.

ტურნირის საზეიმო დახურვის დროს ფიდე-ს პრეზიდენტმა, მაქს ეივემ ვერა მენჩიკის თასი საბჭოთა გუნდის ლიდერს, ნონა გაფრინდაშვილს გადასცა. ოლიმპიადის ჩემპიონის ოქროს მედლები ნონასთან ერთად მიიღეს ალა კუშნირმა და ირინა ლევიტინამ. ვერცხლის მედლები გადაეცათ რუმინელებს, ხოლო ბრინჯაოსი - უნგრელებს. ნონამ და ალამ ოქროს მცირე მედლებიც მიიღეს თავიანთ დაფაზე საუკეთესო შედეგისათვის. ლევიტინას 5,5 ქულა ჰქონდა ექვსიდან. სათდაროგოთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი სინგაპურელ იან ტანის ჰქონდა, რომელსაც გადასცეს კიდეც მცირე ოქროს მედალი.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეტაპი

I ქვეჯგუფი: 1.დროშა: სსრკ სსრკ- 7,5 2.დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ-5 3.დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები- 4 4.დროშა: ავსტრალია ავსტრალია- 3 5.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია-0,5

II ქვეჯგუფი: 1.დროშა: ინგლისი ინგლისი-8,5 2.დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია-8 3.დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია-7,5 4.დროშა: ავსტრია ავსტრია-3,5 5.დროშა: შოტლანდია შოტლანდია-2 6.დროშა: იაპონია იაპონია- 0

III ქვეჯგუფი: 1.დროშა: რუმინეთი რუმინეთი-8 2.დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი-8 3.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი-4,5 4.დროშა: ბრაზილია ბრაზილია-4 5.ისრაელის დროშა ისრაელი-3 6. დროშა: შვეიცარია შვეიცარია-2,5

IV ქვეჯგუფი: 1.დროშა: უნგრეთი უნგრეთი-8 2.დროშა: გერმანია გერმანია-7,5 3.დროშა: პოლონეთი პოლონეთი-7 4.დროშა: შვედეთი შვედეთი-4 5.დროშა: ფინეთი ფინეთი-2,5 6.სინგაპურის დროშა სინგაპური -1

ფინალური ეტაპი

XVII-XXIII ადგილები 17.დროშა: შვედეთი შვედეთი-9 18.ისრაელის დროშა ისრაელი-9,5 19.სინგაპურის დროშა სინგაპური - 6 20.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია- 5,5 21.დროშა: ფინეთი ფინეთი- 5,5 22.დროშა: შოტლანდია შოტლანდია-4,5 23.დროშა: იაპონია იაპონია-3

IX-XVI ადგილები 9.დროშა: პოლონეთი პოლონეთი -10,5 10.დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია - 8,5 11.დროშა: ავსტრია ავსტრია- 7 12.დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები-7 13.დროშა: შვედეთი შვედეთი- 6,5 14.დროშა: ბრაზილია ბრაზილია - 6 15.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი - 5,5 16.დროშა: ავსტრალია ავსტრალია- 5

I-VIII ადგილები

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8
1 სსრ კავშირი საბჭოთა კავშირის დროშა 2 1,5 1,5 1 2 1,5 2 11,5
2 რუმინეთი 0 რუმინეთის დროშა 2 1 1 2 1 1 8
3 უნგრეთი 0,5 0 უნგრეთის დროშა 1 1,5 1 2 2 8
4 ბულგარეთი 0,5 1 1 ბულგარეთის დროშა 1 0,5 2 1,5 7,5
5 ჩეხოსლოვაკია 1 1 0,5 1 ჩეხოსლოვაკიის დროშა 1 1 1,5 7
6 გფრ 0 0 1 1,5 1 გერმანიის დროშა 0,5 1,5 5,5
7 გდრ 0,5 1 0 0 1 1,5 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა 0,5 4,5
8 ინგლისი 0 1 0 0,5 0,5 0,5 1,5 ინგლისის დროშა 4

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: სსრკ სსრკ ავსტრიის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ნიდერლანდების დროშა ირლანდიის დროშა რუმინეთის დროშა ინგლისის დროშა ბულგარეთის დროშა ჩეხოსლოვაკიის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დროშა უნგრეთის დროშა + = -
ნონა გაფრინდაშვილი 1 1 1 1 0,5 0,5 1 0,5 6,5 8 5 3 0
ალა კუშნირი 1 1 1 1 1 0,5 0,5 1 7 8 6 2 0
ირინა ლევიტინა 1 0,5 1 1 1 1 5,5 6 5 1 0

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: რუმინეთი რუმინეთი

ალექსანდრა ნიკოლაუ - 7 (+6=2-1), ელიზაბეტა პოლიქრონიადე - 6 (+5=2-3), გერტრუდა ბაუმშტარკი - 3 (+2=2-0).

დროშა: უნგრეთი უნგრეთი

მარია ივანკა - 7,5 (+6=3-1), ჟუჟა ვერეცი - 6 (+5=2-3), ეილინ კრიჟნი - 2,5 (+2=1-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 6,5 8 81,3
მარია ივანკა დროშა: უნგრეთი უნგრეთი 7,5 10 75,0
კრისტინა რაძიკოვსკა დროშა: პოლონეთი პოლონეთი 6,5 9 72,2
მეორე დაფა ქვეყანა %
ალა კუშინირი დროშა: სსრკ სსრკ 7 8 87,5
ჰანა ერენსკა დროშა: პოლონეთი პოლონეთი 7,5 9 83,3
ლიდია გალი ისრაელის დროშა ისრაელი 4 5 80,0
სათდარიგო დაფა ქვეყანა %
იან ტანი სინგაპურის დროშასინგაპური 5 5 100,0
ირინა ლევიტინა დროშა: სსრკ სსრკ 5,5 6 91,6
ჰენრიეტა კონარკოვსკა დროშა: პოლონეთი პოლონეთი 6,5 9 72,2

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]