ქალთა VI საჭადრაკო ოლიმპიადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალთა VI საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვის თარიღი და ადგილი იყო 16 სექტემბერი - 7 ოქტომბერი 1974. მედელინი, კოლუმბია

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად ქალთა ოლიმპიადა ოკეანის გაღმა გაიმართა. ნარკობიზნესით საქვეყნოდ ცნობილი მედელინი 25 ქვეყნის ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს მასპინძლობდა. პირველ ეტაპზე 25 ქვეყნის ნაკრები 5 ქვეჯგუფში განაწილდა და იქ იბრძოდნენ ფინალის 2-2 საგზურისათვის. მთავარი ფავორიტი რა თქმა უნდა ისევ საბჭოთა ნაკრები იყო, რომლის ღირსებას ამჯერად ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და ირინა ლევიტინა იცავდნენ. მათთვის წინააღმდეგონის გაწევა შეეძლოთ რუმინელებს (ელიზაბეტა პოლიქრონიადე, გერტრუდა ბაუმშტარკი და მარგარეტა ტეოდორესკუ), უნგრელებს (მარია ივანკა, ჟუჟა ვერეცი და მარია პობორსკი) და ბულგარელებს (ტატიანა ლემაჩკო, ანტონინა გეორგიევა და ვენკა ასენოვა). არც სხვა გუნდები იყვნენ იოლად დასაძლევი. ერთი-ორი ძლიერი მოჭადრაკე უკვე ყველა გუნდში ჰყავდათ.

ჯგუფებში ბრძოლამ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა და მთავარ ფინალში ის გუნდები გავიდნენ, ვისაც ელოდებოდნენ კიდეც. ფინალი სიურპრიზით დაიწყო. ალექსანდრიამ მოსაგები პარტია წააგო ნიდერლანდელ ერიკა ბელთან და საბჭოთა ნაკრები დამარცხდა 0,5-1,5. მეორე ტურში საბჭოელებმა ასეთივე ანგარიშით მოუგეს ბულგარელებს და ორი ქულით მხოლოდ მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებდნენ. 4 ქულით კი რუმინეთის გუნდი ლიდერობდა. მესამე ტურში იუგოსლავიელთა მშრალად დამარცხების შემდეგ სხვაობა რუმინელებთან ერთ ქულამდე დავიდა. იგივე იყო მეოთხე ტურის შემდეგაც. მეხუთე ტურში საბჭოელები რუმინელებს დაუზავდნენ. ამით კი უნგრელებმა და ბულგარელებმა ისარგებლეს და ორი ქულით გაიჭრნენ წინ. არაფერი შცვლილა მეექვსე ტურის შემდეგაც. წინ ისევ უნგრელები და ბულგარელები იყვნენ 10-10 ქულით. 8,5 ჰქონდათ რუმინელებს და მხოლოდ 8 - საბჭოთა მოჭადრაკეებს. მერვე ტურში ბულგარელებმა უნგრელებს სძლიეს და ერთპიროვნულად დაწინაურდნენ. სხვაობა კი ქულანახევრამდე დავიდა. მერვე ტურში რუმინეთის გუნდმა მშრალად სძლია ლიდერებს. ასევე მშრალად მოიგეს უნგრელებმა და საბჭოელებმაც. ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობა იყო: უნგრეთი - 12,5 ქულა, სსრკ - 12, ბულგარეთი და რუმინეთი - 11,5. ბოლო ტურში საბჭოელები უნგრელებს ხვდებოდნენ, რუმინელები - ინგლისელებს, ბულგარელები - ნიდერლანდელებს. პირველად რუმინელებმა დაამთავრეს მატჩი. ელიზაბეტა პოლიქრონიადემ და ბაუმშტარკმა ორივე პარტია მოუგეს ინგლისელებს. ბულგარელებმა ქულანახევარი აართვეს ნიდერლანდელებს. უნგრელები მეორე დაფაზე ვერეცის ალექსანდრიას წინააღმდეგ ამზადებდნენ, დაფას კი ლევიტინა მიუჯდა. ამან იმოქმედა და ვერეცი დამარცხდა. ნონამ ყაიმი გააფორმა ივანკასთან და გაირკვა, რომ რუმინელებს და საბჭოთა მოჭადრაკეებს ქულათა თნაბარი რაოდენობა აღმოაჩნდათ. დაინიშნა დამატებითი ორი მატჩი ამ გუნდებს შორის, თუმცა უკვე პირველი მატჩის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა ფაქტობრივად ცნობილი იყო. ნონამ და ნანამ შესაბამისად დაამარცხეს პოლიქრონიადე და ბაუმშტარკი და მშრალად მოიგეს მატჩი. მეორე დღეს რუმინელებმა ერთი კი გაიბრძოლეს, მაგრამ საბჭოთა მოჭადრაკეებმა მალე მიაღწიეს ყაიმებს. 3-1 გაიმარჯვა სსრ კავშირის ნაკრებმა და მეექვსედ დაეუფლა ვერა მენჩიკის თასს.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეტაპი

I ქვეჯგუფი: 1.დროშა: სსრკ სსრკ - 10 2.დროშა: კანადა კანადა-5 3. დროშა: ავსტრია ავსტრია - 3,5 4.დროშა: კოლუმბია კოლუმბია - 2,5 5. პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო -1

II ქვეჯგუფი: 1.დროშა: რუმინეთი რუმინეთი -8 2.დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები -5,5 3.დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ -5 4.დროშა: იაპონია იაპონია -2 5.პანამის დროშა პანამა -0,5

III ქვეჯგუფი: 1.დროშა: უნგრეთი უნგრეთი -7 2.დროშა: ინგლისი ინგლისი -5 3.ისრაელის დროშა ისრაელი -5 4.დროშა: ბრაზილია ბრაზილია -4 5.მონაკოს დროშა მონაკო -0

IV ქვეჯგუფი: 1.დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია -6,5 2.დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი -5,5 3.დროშა: ესპანეთი ესპანეთი -4 4.დროშა: ფინეთი ფინეთი -3,5 5.მექსიკის დროშა მექსიკა -0,5

V ქვეჯგუფი: დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია -7,5 2. დროშა: გერმანია გერმანია -6 3. დროშა: შვედეთი შვედეთი -3,5 4.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია -2,5 5. დროშა: ერაყი ერაყი - 0,5

ფინალური ეტაპი

XXI-XXV ადგილები 21.მექსიკის დროშა მექსიკა -7,5 22.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო -7 23. დროშა: ერაყი ერაყი -5 დროშა: კოლუმბია კოლუმბია-II -5 24.მონაკოს დროშა მონაკო -4 25.პანამის დროშა პანამა - 1,5

XI-XX ადგილები 11.დროშა: ესპანეთი ესპანეთი -13,5 12.ისრაელის დროშა ისრაელი - 13,5 13.დროშა: ბრაზილია ბრაზილია - 11 14.დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ -10,5 15.დროშა: შვედეთი შვედეთი - 9,5 16.დროშა: ავსტრია ავსტრია -8,5 17.დროშა: კოლუმბია კოლუმბია - 8 18.დროშა: ფინეთი ფინეთი - 6 19. დროშა: იაპონია იაპონია - 5 20. დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია - 4,5

I-X ადგილები

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 სსრ კავშირი საბჭოთა კავშირის დროშა 1 1,5 1,5 0,5 1 2 2 2 2 13,5
2 რუმინეთი 1 რუმინეთის დროშა 2 1 1 1 1,5 2 2 2 13,5
3 ბულგარეთი 0,5 0 ბულგარეთის დროშა 1,5 1,5 2 2 1,5 2 2 13
4 უნგრეთი 0,5 1 0,5 უნგრეთის დროშა 2 2 1,5 1,5 2 2 13
5 ნიდერლანდები 1,5 1 0,5 0 ნიდერლანდების დროშა 0 1 2 1,5 2 9,5
6 ჩეხოსლოვაკია 1 1 0 0 2 ჩეხოსლოვაკიის დროშა 1 1 1,5 1,5 9
7 იუგოსლავია 0 0,5 0 0,5 1 1 იუგოსლავიის დროშა 2 1,5 1 7,5
8 ინგლისი 0 0 0,5 0,5 0 1 0 ინგლისის დროშა 1 1 4
9 გფრ 0 0 0 0 0,5 0,5 0,5 1 გერმანიის დროშა 1,5 4
10 კანადა 0 0 0 0 0 0,5 1 1 0,5 კანადის დროშა 3

დამატებითი მატჩები: სსრ კავშირი - რუმინეთი 2-0; 1-1

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: სსრკ სსრკ კოლუმბიის დროშა კანადის დროშა პუერტო-რიკოს დროშა ავსტრიის დროშა ნიდერლანდების დროშა ბულგარეთის დროშა იუგოსლავიის დროშა ჩეხოსლოვაკიის დროშა რუმინეთის დროშა ინგლისის დროშა კანადის დროშა გერმანიის დროშა უნგრეთის დროშა რუმინეთის დროშა რუმინეთის დროშა + = -
ნონა გაფრინდაშვილი 1 1 1 0,5 0,5 1 1 1 1 0,5 1 0,5 10 12 8 4 0
ნანა ალექსანდრია 1 1 0 1 0,5 1 1 1 6,5 8 6 1 1
ირინა ლევიტინა 1 1 1 1 0,5 0 1 1 1 0,5 8 10 7 2 1

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: რუმინეთი რუმინეთი

ელიზაბეტა პოლიქრონიადე - 10,5 (+9=3-2), გერტრუდა ბაუმშტარკი - 9 (+7=4-2), მარგარეტა ტეოდოროსკუ 2 (+1=2-0).

დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი

ტატიანა ლემაჩკო - 9(+8=2-1), ანტონინა გეორგიევა - 6,5 (+5=3-2), ვენკა ასენოვა 3 (+2=2-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 10 12 83,3
მარია ივანკა დროშა: უნგრეთი უნგრეთი 10 12 83,3
ტატიანა ლემაჩკო დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 9 11 81,8
მეორე დაფა ქვეყანა %
ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 6,5 8 81,3
იოლანტა დალინი დროშა: შვედეთი შვედეთი 6,5 8 81,3
მარია გარსია-პარდონი დროშა: ესპანეთი ესპანეთი 7 9 77,8
სათადაროგო დაფა ქვეყანა %
სიუად ალ-სარაი დროშა: ერაყი ერაყი 3 3 100,0
ირინა ლევიტინა დროშა: სსრკ სსრკ 8 10 80,0
მარგარეტა ტეოდორესკუ დროშა: რუმინეთი რუმინეთი 2 3 66.7

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]