ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1963

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქალთა II საჭადრაკო ოლიმპიადა)

21 სექტემბერი - 10 ოქტომბერი 1963 სპლიტი, იუგოსლავია

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ოლიმპიადა მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გაიმართა. ამასობაში ბევრი რამ შეცვალა ქალთა ჭადრაკში, თუმცა ლიდერებში ისევ სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოჭადრაკეები ფიგურირებდნენ. ფიდემ გაითვალისწინა, რომ ასეთი ტურნირის თამაში სათადარიგო მოთმაშის გარეშე მეტად რთული იყო და გუნდებს მესამე მოჭადრაკის ყოლის უფლება დართო. საბჭოთა კავშირის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი თავკაცობდა. გუნდში მეორე დაფაზე სსრ კავშირის ჩემპიონი, ტატიანა ზატულოვსკაია თამაშობდა. სათადარიგო იყო ოლიმპიური ჩემპიონი კირა ზვორიკინა. ძლიერი გუნდი ჰყავდათ მასპინძლებს, მილუნკა ლაზარევიჩი და ვერიცა ნედელკოვიჩი მაშინდელ ელიტაში შედიოდნენ. არანაკლები ძალის იყო იუგოსლავიელთა სათდარიგო მოთამაშეც, კატერინა იოვანოვიჩი. კვლავ ძლიერი გუნდები ჰყავდათ რუმინელებს (ალექსანდრა ნიკოლაუ, მარგარეტა ტეოდორესკუ და მარგარეტა პერევოზნიკი) და აღმოსავლელ გერმანელებს (ედიტ კელერ-გერმანი, ვილტრუდ ნოვარა და ეველინ კრაატცი). სხვა გუნდებშიც იყო რამდენიმე ძლიერი მოჭადრაკე, თუმცა ძირითდი ბრძოლა სსრკ-ს, იუგოსლავიის, გდრ-ის და რუმინეთის გუნდებს შორის უნდა წარმართულიყო.

შეჯიბრება სპლიტის სასტუმრო ,,მარიანას” საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა. მოჭადრაკეები ამავე სასტუმროში ცხოვრობდნენ და სათამაშოდ იდეალური პირობები ჰქონდათ.

პირველივე ტურში ერთმანეთს იუგოსლავიისა და გდრ-ს გუნდები შეხვდნენ. მასპინძლებმა ძლიერად ითმაშეს. ლაზარევიჩმა და კელერ-გერმანმა ქულა გაიყვეს, ხოლო ნედელკოვიჩმა გაიმარჯვა. ამან გერმანელებზე ცუდად იმოქმედა მათ მომდევნო მატჩიც წააგეს უნგრელებთნ და ჩემპიონობისათვის ბრძოლას ფაქტობრივად მესამე ტურიდან გამოეთიშნენ. რუმინელებმა კარგად დაიწყეს, მაგრამ მეოთხე ტურიდან ჩამორჩენა დაიწყეს და უკვე მეექვსე ტურიდან მხოლოდ მესამე ადგილისათვის აგრძელებდნენ ბრძოლას. საბჭოელებმა მძლავრად დაიწყეს და პირველ სამ ტურში ძლიერ მეტოქეებთან (უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი) 5 ქულა აიღეს. ასევე ხუთი ქულა ჰქონდათ იუგოსლავიელებს. მეოთხე ტურში სსრ კავშირის ნაკრებმა გფრ-ს გუნდი დაამარცხა, იუგოსლავიელები კი ფრეს დასჯერდნენ რუმინელებთნ (ლაზარევიჩი დამარცხდა ნიკოლაუსთან) და სსრ კავშირის ნაკრები ერთი ქულით გავიდა წინ. შემდეგი რვა ტური ნერვების თამაში იყო. ორივე მეტოქე მშრალად (2-0) იგებდა. თორმეტი ტურის შემდეგ საბჭოთა მოჭადრაკეებს 23 ქულა ჰქონდათ, იუგოსლავიელებს ერთით ნაკლები. მე-13 ტურში მასპინძლებმა ნახევარი ქულა დაკარგეს ნიდერლანდელებთან (ვერ მოიგო იოვანოვიჩმა). მეთოთხმეტე ტურში კი გაიმართა ცენტრალური მატჩი სსრკ - იუგოსლავია. გაფრინდაშვილმა თეთრებით შესანიშნავ სტილში მოუგო ლაზარევიჩს. ზატულოვსკაიამ კი მარცხი განიცადა ოლიმპიადაზე შესანიშნავად მოასპარეზე ნედელკოვიჩთან, რომლისათვისაც ეს მე-12 გამარჯვება იყო 12 პარტიაში (ეს ფენომენალური რეკორდი 27 წელი გაძლებს და მხოლოდ 1990 წელს გაიმეორებს მას ქეთევან არახამია). ბოლო ტურში საბჭოთა მოჭადრაკეები აღმოსავლეთ გერმანელებს ხვდებოდნენ. ამ უკანასკნელთ მესამე ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდათ, საბჭოელებს კი ერთი ქულა უნდოდათ ჩემპიონობის მოსაპოვებლად. ალბათ ამიტომაც ნონამ და კირა ზვორიკინამ სწრაფად გააფორმეს ყაიმები კელერ-გერმანთან და ნოვარასთან და ჩემპიონობაც დაიბევეს. ინდივიდუალური პრიზები გადაეცათ ნონა გაფრინდაშვილს საუკეთესო პარტიისათვის (ამერიკელ გიზელა გრესერთან) და მილუნკა ლაზარევიჩს საუკეთესო დაბოლოებისათვის (ნიდერლანდელ კორი ვრეკენთან). ვერა მენჩიკის სახელობის თასი კი მეორად გამოემგზავრა მოსკოვში.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
1 სსრ კავშირი საბჭოთა კავშირის დროშა 1 1 1,5 1,5 2 2 2 2 2 2 2 2 2 2 25
2 იუგოსლავია 1 იუგოსლავიის დროშა 1,5 1 1,5 2 1,5 2 2 2 2 2 2 2 2 24,5
3 გდრ 1 0,5 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა 1 2 0,5 1 2 2 2 2 1,5 1,5 2 2 21
4 რუმინეთი 0,5 1 1 რუმინეთის დროშა 0 1,5 1,5 1,5 1 1,5 2 2 2 1 2 18,5
5 ბულგარეთი 0,5 0,5 0 2 ბულგარეთის დროშა 1,5 0,5 0,5 1 1,5 2 2 1,5 2 2 17,5
6 უნგრეთი 0 0 1,5 0,5 0,5 უნგრეთის დროშა 1 1,5 1,5 2 1,5 2 1,5 2 1,5 17
7 ნიდერლანდები 0 0,5 1 0,5 1,5 1 ნიდერლანდების დროშა 1 1,5 1,5 1 1 2 1 2 15,5
8 პოლონეთი 0 0 0 0,5 1,5 0,5 1 პოლონეთის დროშა 1 0,5 2 2 2 2 2 15
9 აშშ 0 0 0 1 1 0,5 0,5 1 აშშ-ის დროშა 2 0 1,5 2 1 2 12,5
10 გფრ 0 0 0 0,5 0,5 0 0,5 1,5 0 გერმანიის დროშა 1 1,5 2 1,5 1,5 10,5
11 მონღოლეთი 0 0 0 0 0 0,5 1 0 2 1 მონღოლეთის დროშა 0,5 2 2 1,5 10.5
12 ავსტრია 0 0 0,5 0 0 0 1 0 0,5 0,5 1,5 ავსტრიის დროშა 1 1 2 8
13 მონაკო 0 0 0,5 0 0,5 0,5 0 0 0 0 0 1 მონაკოს დროშა 1,5 1 5
14 ბელგია 0 0 0 1 0 0 1 0 1 0,5 0 1 0,5 ბელგიის დროშა 0 5
15 შოტლანდია 0 0 0 0 0 0,5 0 0 0 0,5 0,5 0 1 2 შოტლანდიის დროშა 4,5

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: სსრკ სსრკ უნგრეთის დროშა ბულგარეთის დროშა რუმინეთის დროშა გერმანიის დროშა მონაკოს დროშა პოლონეთის დროშა მონღოლეთის დროშა ბელგიის დროშა შოტლანდიის დროშა აშშ-ის დროშა ავსტრიის დროშა ნიდერლანდების დროშა იუგოსლავიის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა + = -
ნონა გაფრინდაშვილი 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 0,5 11,5 12 11 1 0
ტატიანა ზატულოვსკაია 1 0,5 0,5 1 1 1 1 1 1 0 8 10 7 2 1
კირა ზვორიკინა 1 1 1 1 1 0,5 5,5 6 5 1 0

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია

მილუნკა ლაზარევიჩი - 9,5 (+9=1-2), ვერიცა ნედელკოვიჩი - 12 (+12=0-0), კატარინა იოვანოვიჩი 3 (+2=2-0).

დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ

ედიტ კელერ-გერმანი - 11,5(+9=5-0), ვილტრუდ ნოვარა - 7 (+6=2-2), ეველინ კრაატცი 2,5 (+1=3-0).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 11,5 12 95,8
ალექსანდრა ნიკოლაუ დროშა: რუმინეთი რუმინეთი 10 12 83,3
ედიტ კელერ-გერმანი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 11,5 14 82,1
მეორე დაფა ქვეყანა %
ვერიცა ნედელკოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 12 12 100
ტატიანა ზატულოვსკაია დროშა: სსრკ სსრკ 8 10 80,0
ვილტრუდ ნოვარა დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 7 10 70,0
სათადაროგო დაფა ქვეყანა %
ჰენდრიკა ტიმერი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები 6,5 9 72,2
მიროსლავა ლიტმანოვიჩი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 6,5 10 65,0
ჰილდა კასპეროვსკი დროშა: ავსტრია ავსტრია 3,5 11 31,8

შენიშვნა: გუნდები უმეტეს მატჩებში თამაშობდნენ ძირითადი მოჭადრაკეებით, ზოგიერთ გუნდს კი საერთოდ არ ჰყავდა სათადარიგო მოთამაშე. სათადარიგოთა შორის კირა ზვორიკინამ აჩვენა საუკეთესო შედეგი, მაგრამ მას არ ეყო პარტიათა რაოდენობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]