ქალთა XXIII საჭადრაკო ოლიმპიადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დრეზდენი 2008

13 - 25 ნოემბერი. 2008 დრეზდენი. გერმანია

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრეზდენში ქალთა გუნდების სარეკორდო რაოდენობა, 111, შეიკრიბა. რაღა თქმა უნდა იყვნენ ფავორიტებიც. უპირველეს ყოვლისა, ესენი იყვნენ ჩინელები, რომელთა ღირსებას ჰოუ იფანი, ჟაო ქსუ, შენ იანგი, ჟუ ვენჟუნი და ტან ჟონგი იცავდნენ. ძლიერი გუნდები ჰყავდათ უკრაინელებს (კატერინა ლაჰნო, ნატალია ჟუკოვა, ანა უშენინა, ინა გაპონენკო და ნატალია ზდებსკაია), რუსებს (მსოფლიოს ახალი ჩემპიონი - ალექსანდრა კოსტენიუკი, ტატიანა კოსინცევა, ნადეჟდა კოსინცევა, ეკატერინა კორბუტი და ნატალია პოგონინა), პოლონელებს (მონიკა სოსკო, ივეტა რაჟლიჩი, იოლანტა ზავადსკა, იოანა მაიდანი და მარტა პჟეჟდიენსკა), ამერიკელებს (ირინა კრუში, ანა ზატონსკიხი, რუსუდან გოლეთიანი, კატერინა როჰონიანი და თათევ აბრაჰამიანი). ძლიერი მოჭადრაკეები ჰყავდათ გუნდში ბულგარელებს (ანტუანეტა სტეფანოვა და მარგარიტა ვოისკა), სერბებს (ალისა მარიჩი, ნატაშა ბოიკოვიჩი, ირინა ჩელუშკინა), უნგრელებს (ჰოან ტჰანგ ტანგი, სიდონია ვაიდა, ილდიკო მადლი). საქართველოს ნაკრების ღირსებას მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი იცავდნენ. გუნდური კოეფიციენტების მიხედვით ქართველები მეოთხენი იყვნენ რუსეთის (2495), უკრაინის (2486) და ჩინეთის (2486) გუნდების შემდეგ. ქართველთა კოეფიციენტი 2476 ქულას შეადგენდა. აქედან გამომდინარე მთავარი მიზანი სამეულში მოხვედრა იყო, მერე კი როგორც საჭადრაკო ქალღმერთი, კაისა ინებებდა.

ტურნირზე რამდენიმე სიახლე იყო. პირველი ის, რომ ოთხამდე გაიზარდა სათამაშო დაფების რაოდენობა. ეს ძლიერ გუნდებს საშუალებას აძლევდა მინიმუმამდე დაეყვანათ შემთხვევითობის ფაქტორი. მეორე სიახლე იყო ის, რომ შეიცვალა გამარჯვებულის გამოვლენის წესი. თუ აქამდე გამარჯვებულად ცხადდებოდა ინდივიდუალური შედეგების საუკეთესო ჯამის მქონე გუნდი. ახლა გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო სამატჩო ქულების მიხედვით. მოგებაზე გუნდი 2, ხოლო ფრეზე ერთ ქულას იღებდა. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ეძლეოდა უკეთესი კოეფიციენტის მქონე გუნდს. იყო მესამე სიახლეც. ტურების რაოდენობა შემცირდა და ახლა გამარჯვებული თერთმეტ ტურში უნდა გამოვლენილიყო.

ტურნირი ლიდერებმა ისე დაიწყეს, როგორც მათ რეიტინგს შეეფერებოდა. სამი ტურის შემდეგ 6-6 ქულა ჰქონდათ ჩინელებს, ქართველებს, პოლონელებს, სომხებს, სერბებს, უნგრელებს. 5-5 ქულა ჰქონდათ რუსებს და უკრაინელებს. მეოთხე-მეექვსე ტურები უდანაკარგოდ გავლეს ჩინელებმა. ისინი არა მხოლოდ იგებდნენ მატჩებს, არამედ დიდი ანგარიშითაც ამარცხებდნენ მეტოქეებს. ექვსი ტურის შემდეგ ჩინელებს 12 ქულა ჰქონდათ და ორი ქულით უსწრებდნენ უკრაინელებს, ამერიკელებს, რუსებს და პოლონელებს. ქართველებმა ამ ტურებში ჯერ მხოლოდ ორი ქულის აღება შესძლეს. მეოთხე ტურში ლომინეიშვილმა კი გაიმარჯვა, მაგრამ დამარცხდა ძაგნიძე და მატჩიც ფრედ დამთვრდა. ასევე ფრედ დამთვრდა მომდევნო მატჩი რუსებთნ. ამ მატჩში მაია ჩიბურდანიძემ საჭადრაკო გაკვეთილი ჩაუტარა მსოფლიოს ახალგამომცხვარ ჩემპიონს, ალექსანდრა კოსტენიუკს, მაგრამ, დამარცხდა ხუხაშვილი. უფრო ცუდი ამბები გველოდა მეექვსე ტურში, პოლონელებთან შეხვედრაში. თავიდან გუნდი თითქოს მოგებაზე იდგა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა 1,5-2,5 და ჩვენი შანსები საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაში ერთობ მიზერული გახდა.

ტურნირის მეორე ნახევარი ქართველებმა უბრალოდ ბრწყინვალედ ჩაატარეს. ჯერ სამი მატჩი მოიგეს მშრალი ანგარიშით, 4-0 და არც თუ ისე სუსტ მეტოქეებთან (ესპანეთი, მოლდოვა, სლოვენია). ამასობაში კი დიდი ამბები (და ჩვენთვის სასიკეთო) დატრიალდა ლიდერთა ჯგუფში. მეშვიდე ტურში პირველი ქულა დაკარგეს ჩინელებმა. მათ აშშ-ს ვერ მოუგეს. ამავე ტურში ფრედ ითამაშეს პოლონელებმა და რუსებმა. მერვე ტურში კიდევ ერთი ქულა დაკარგა ჩინეთის ნაკრებმა. ქულა მათ უკრაინელებმა აართვეს. მოულოდნელად დიდი ანგარიშით (3-1) ამერიკელებმა დაამარცხეს რუსები. მეცხრე ტურში მადაზე მოსულ სერბებთან დამარცხდნენ ჩინელები. რუსებმა შური პოლონელებზე იძიეს, ხოლო უკრაინელებმა რუმინეთის გუნდს გამოუყვანეს წირვა. დასკვნითი ორი ტურის წინ ლიდერობდნენ უკრაინელები, სერბები და პოლონელები. მათ 15-15 ქულა ჰქონდათ. 14-14 ქულა ჰქონდათ ქართველებს, სომხებს და ჩინელებს.

მეათე ტურში ბოლო ოლიმპიადების მუდმივ ფავორიტთა და დაუძინებელ მეტოქეთა შეხვედრა გაიმართა, ჩინეთი - საქართველო. კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მაია ჩიბურდანიძე. მან არც ჩინელ ვუნდერკინდს, ჰოუ იფანს დაამადლა თავისი დიდი ცოდნა და მასაც ჩაუტარა მასტერ-კლასი. ლიდერს კარგად აუბა მხარი ნანა ძაგნიძემ და მოპოვებული იქნა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება. ფრედ ითმაშეს უკრაინელებმა და სერბებმა, ხოლო პოლონელებმა მოუგეს სომხებს და ბოლო ტურის წინ 17 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობდა პოლონეთის ნაკრები. 16-16 ქულა ჰქონდათ ქართველებს, უკრაინელებს და სერბებს. ბოლო ტურში სწორედ ეს ოთხეული ხვდებოდა ერთმანეთს: საქართველო - სერბეთს, ხოლო უკრაინა - პოლონეთს. პირველი დარტყმა მეტოქეს სოფიკო ხუხაშვილმა მიაყენა. მალე ჩიბურდანიძემაც მოიგო და სერბები დამარცხდნენ. ამასობაში უკრაინელებმა 2,5-1,5 მოუგეს პოლონელებს და დადგა ლოდინის დრო. დასათვლელი იყო არცთუ ისე იოლად საანგარიშებელი კოეფიციენტები. ბოლოს გამოცხადდა: ოლიმპიური ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრები. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველები ოლიმპიადას მოიგებდნენ ქულათა ძველებური ჩათვლითაც. მათ 31 ქულა მოაგროვეს. შემდეგ მოდიოდნენ: აშშ-30,5 და უკრაინა-30). მაია ჩიბურდანიძემ, ნანა ძაგნიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, მაია ლომინეიშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა თორმეტწლიანი შესვენების შემდეგ კვლავ თბილისში ჩამოიტანეს ვერა მენჩიკის თასი. გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით გუნდის კაპიტანს ნინო გურიელს, ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს, საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა გუნდის წევრებს და ჩვენს სასიქადულო ვეტერანებს, ნონა გაფრინდაშვილს და ნანა ალექსანდრიას, რომლებიც მთელი ტურნირის მანძილზე თავს დასტრიალებდნენ გოგონებს. ქართველებს ცუდად არ უთამაშიათ ინდივიდუალურადაც. მაია ჩიბურდანიძემ არა მარტო თავისი (პირველი) დაფა მოიგო, არამედ საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა, როგორც ქალებში, ასევე ვაჟებში. მესამე იყო თავის დაფაზე მაია ლომინეიშვილი, ხოლო სოფიკო ხუხაშვილს უბრალოდ ჩატარებული პარტიების რაოდენობა არ ეყო მცირე მედლის მისაღებად. ქართველმა მოჭადრაკეებმა სხვა გუნდების შემადგენლობაშიც ისახელეს თავი. რუსუდან გოლეთიანმა, რომელიც ამერიკელთა ღირსებას იცავდა, დიდი ბრინჯაოს და მცირე ვერცხლის მედალი მიიღო. კარგად გაისარჯნენ ქეთინო კახიანი - გერმანიის, ეკატერინა ფახიროვა - საბერძნეთის ქალთა და ქეთევან არახამია შოტლანდიის მამაკაცთა გუნდებში.

ტექნიკური შედეგები (პირველი ათეული)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
1 საქართველოს დროშა საქართველო 18 448,0 8 2 1 ინგლისის დროშა

2,5

რუმინეთის დროშა

2,5

ისრაელის დროშა

3

უნგრეთის დროშა

2

რუსეთის დროშა

2

პოლონეთის დროშა

1,5

ესპანეთის დროშა

4

მოლდოვის დროშა

4

სლოვენიის დროშა

4

ჩინეთის დროშა

2,5

სერბეთის დროშა

3

2 უკრაინის დროშა უკრაინა 18 406,5 7 4 0 არგენტინის დროშა

2

ირანის დროშა

3,5

მონღოლეთის დროშა

3

ლიტვის დროშა

2

სლოვაკეთის დროშა

3

სომხეთის დროშა

3,5

ნიდერლანდების დროშა

3,5

ჩინეთის დროშა

2

რუმინეთის დროშა

3

სერბეთის დროშა

2

პოლონეთის დროშა

2,5

3 აშშ-ის დროშა აშშ 17 390,5 8 1 2 მონტენეგროს დროშა

3

ისრაელის დროშა

1,5

თურქმენეთის დროშა

4

მოლდოვის დროშა

3

ნორვეგიის დროშა

3

რუმინეთის დროშა

4

ჩინეთის დროშა

2

რუსეთის დროშა

3

პოლონეთის დროშა

1

უზბეკეთის დროშა

3,5

საფრანგეთის დროშა

2,5

4 რუსეთის დროშა რუსეთი 17 367,0 7 3 1 აზერბაიჯანის დროშა

4

სლოვენიის დროშა

3

ინდოეთის დროშა

2

ინდონეზიის დროშა

4

საქართველოს დროშა

2

ავსტრიის დროშა

3

პოლონეთის დროშა

2

აშშ-ის დროშა

1

ლიტვის დროშა

3

უნგრეთის დროშა

3

ნიდერლანდების დროშა

2,5

5 პოლონეთის დროშა პოლონეთი 17 364,5 8 1 2 ავსტრიის დროშა

3

ვიეტნამის დროშა

3

მექსიკის დროშა

4

სერბეთის დროშა

2,5

ჩინეთის დროშა

0,5

საქართველოს დროშა

2,5

რუსეთის დროშა

2

უნგრეთის დროშა

3

აშშ-ის დროშა

3

სომხეთის დროშა

2,5

უკრაინის დროშა

1,5

6 სომხეთის დროშა სომხეთი 16 353,0 8 0 3 იტალიის დროშა

3,5

ჩეხეთის დროშა

2,5

გერმანიის დროშა-2

4

ჩინეთის დროშა

0,5

საფრანგეთის დროშა

2,5

უკრაინის დროშა

0,5

ავსტრიის დროშა

3

აზერბაიჯანის დროშა

4

არგენტინის დროშა

3,5

პოლონეთის დროშა

1,5

ინდოეთის დროშა

2,5

7 სერბეთის დროშა სერბეთი 16 318,5 7 2 2 ეკვადორის დროშა

2,5

კუბის დროშა

2,5

დანიის დროშა

4

პოლონეთის დროშა

1,5

აზერბაიჯანის დროშა

2

გერმანიის დროშა-1

2,5

ვიეტნამის დროშა

3,5

ინდოეთის დროშა

2,5

ჩინეთის დროშა

2,5

უკრაინის დროშა

2

საქართველოს დროშა

1

8 ჩინეთის დროშა ჩინეთი 15 392,5 6 3 2 ხორვატიის დროშა

3,5

სლოვაკეთის დროშა

3

ნიდერლანდების დროშა

2,5

სომხეთის დროშა

3,5

პოლონეთის დროშა

3,5

უნგრეთის დროშა

2,5

აშშ-ის დროშა

2

უკრაინის დროშა

2

სერბეთის დროშა

1,5

საქართველოს დროშა

1,5

რუმინეთის დროშა

2

9 ისრაელის დროშა ისრაელი 15 325,0 6 3 2 პორტუგალიის დროშა

3,5

აშშ-ის დროშა

2,5

საქართველოს დროშა

1

ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა

3

ვიეტნამის დროშა

2

მონღოლეთის დროშა

1

შვედეთის დროშა

2

გერმანიის დროშა-2

2

ესტონეთის დროშა

3

მონტენეგროს დროშა

3,5

ყირგიზეთის დროშა

4

10 ბელარუსის დროშა ბელარუსი 15 317,5 6 3 2 ავსტრალიის დროშა

2

მონღოლეთის დროშა

1,5

ტაჯიკეთის დროშა

4

ფილიპინების დროშა

3,5

ყაზახეთის დროშა

2

გვატემალის დროშა

3

შვეიცარიის დროშა

1,5

კანადის დროშა

3,5

იტალიის დროშა

2

ეკვადორის დროშა

3,5

არგენტინის დროშა

3

  • 15 ქულა

11.რუმინეთის დროშა რუმინეთი, 12.იტალიის დროშა იტალია,

  • 14 ქულა

13.საფრანგეთის დროშა საფრანგეთი, 14.უნგრეთის დროშა უნგრეთი, 15.ინდოეთის დროშა ინდოეთი, 16.სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი, 17.მონღოლეთის დროშა მონღოლეთი, 18.ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები, 19.ბულგარეთის დროშა ბულგარეთი, 20.გერმანიის დროშა გერმანია, 21.ხორვატიის დროშა ხორვატია, 22.უზბეკეთის დროშა უზბეკეთი, 23.ესპანეთის დროშა ესპანეთი

  • 13 ქულა

24.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი, 25.კუბის დროშა კუბა, 26.ვიეტნამის დროშა ვიეტნამი, 27.ავსტრიის დროშა ავსტრია, 28.ლატვიის დროშა ლატვია, 29.არგენტინის დროშა არგენტინა, 30.თურქეთის დროშა თურქეთი, 31.აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, 32.ესტონეთის დროშა ესტონეთი, 33.მოლდოვის დროშა მოლდოვა, 34.გერმანიის დროშა გერმანია-2, 35.მონტენეგროს დროშა მონტენეგრო

  • 12 ქულა

36.ჩეხეთის დროშა ჩეხეთი, 37.სლოვენიის დროშა სლოვენია, 38.შვედეთის დროშა შვედეთი, 39.ირანის დროშა ირანი, 40.შვეიცარიის დროშა შვეიცარია, 41.კოლუმბიის დროშა კოლუმბია, 42.ინდონეზიის დროშა ინდონეზია, 43.ფილიპინების დროშა ფილიპინები, 44.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი, 45.ყაზახეთის დროშა ყაზახეთი, 46.პორტუგალიის დროშა პორტუგალია, 47.გერმანიის დროშა გერმანია-3, 48.ბრაზილიის დროშა ბრაზილია, 49.ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი

  • 11 ქულა

50.ინგლისის დროშა ინგლისი, 51.ლიტვის დროშა ლიტვა, 52.ეკვადორის დროშა ეკვადორი, 53.ნორვეგიის დროშა ნორვეგია, 54.ფინეთის დროშა ფინეთი, 55.დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა, 56.შოტლანდიის დროშა შოტლანდია, 57.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 58.თურქმენეთის დროშა თურქმენეთი, 59.ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა, 60.ისლანდიის დროშა ისლანდია, 61.IPCA, 62.ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია

  • 10 ქულა

63.ავსტრალიის დროშა ავსტრალია, 64.სალვადორის დროშა სალვადორი, 65.კანადის დროშა კანადა, 66.მექსიკის დროშა მექსიკა, 67.ვენესუელის დროშა ვენესუელა, 68.გვატემალის დროშა გვატემალა, 69.IBCA, 70.დანიის დროშა დანია, 71.ბოლივიის დროშა ბოლივია, 72.ICSC, 73.ალჟირის დროშა ალჟირი, 74.ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში, 75.ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი, 76.სირიის დროშა სირია, 77.ალბანეთის დროშა ალბანეთი

  • 9 ქულა

78.შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა, 79.უელსის დროშა უელსი, 80.ურუგვაის დროშა ურუგვაი, 81.პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო, 82.ლიბანის დროშა ლიბანი, 83.კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა, 84.პარაგვაის დროშა პარაგვაი, 85.კატარის დროშა კატარი, 86.ჩინეთის ტაიბეის დროშა ჩინეთის ტაიბეი, 87.ერაყის დროშა ერაყი

  • 8 ქულა

88.ეგვიპტის დროშა ეგვიპტე, 89.არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები, 90.ანგოლის დროშა ანგოლა, 91.ტუნისის დროშა ტუნისი, 92.იემენის დროშა იემენი, 93.ბოტსვანის დროშა ბოტსვანა, 94.ირლანდიის დროშა ირლანდია, 95.ბარბადოსის დროშა ბარბადოსი

  • 7 ქულა

96.იაპონიის დროშა იაპონია, 97.ნიგერიის დროშა ნიგერია, 98.ჰონდურასის დროშა ჰონდურასი, 99.სურინამის დროშა სურინამი, 100.მალტის დროშა მალტა, 101.ლიბიის დროშა ლიბია, 102.პაკისტანის დროშა პაკისტანი, 103.პანამის დროშა პანამა, 104.მაკაოს დროშა მაკაო, 105.ფიჯის დროშა ფიჯი, 106.სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა, 107.ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო

  • 8 ქულა

108.არუბის დროშა არუბა

  • 5 ქულა

109.კენიის დროშა კენია

  • 3 ქულა

110.სეიშელის დროშა სეიშელი

  • 1 ქულა

111. ავღანეთის დროშა ავღანეთი

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა: საქართველო საქართველო ინგლისის დროშა რუმინეთის დროშა ისრაელის დროშა უნგრეთის დროშა რუსეთის დროშა პოლონეთის დროშა ესპანეთის დროშა მოლდოვის დროშა სლოვენიის დროშა ჩინეთის დროშა სერბეთის დროშა + = -
მაია ჩიბურდანიძე 1 0,5 0,5 1 0,5 1 1 1 1 7,5 9 6 3 0
ნანა ძაგნიძე 0,5 0,5 0,5 0 1 1 1 1 1 0,5 7 10 5 4 1
ლელა ჯავახიშვილი 0 0,5 0,5 0,5 0 1 1 0,5 0,5 4,5 9 2 5 2
მაია ლომინეიშვილი 1 0,5 1 1 0,5 0 1 1 0 6 9 5 2 2
სოფიკო ხუხაშვილი 1 1 0 1 1 1 1 6 7 6 0 1

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის დროშა უკრაინა

კატერინა ლაჰნო - 5 (+6=3-1), ნატალია ჟუკოვა - 7 (+5=4-1), ანა უშენინა - 6 (+4=4-1), ინა გაპონენკო - 5 (+3=4-1), ნატალია ზდებსკაია - 7 (+6=2-0).

აშშ-ის დროშა აშშ

ირინა კრუში - 6,5 (+6=1-3), ანა ზატონსკიხი - 8 (+6=4-0), რუსუდან გოლეთიანი - 9 (+7=4-0), კატერინა როჰონიანი - 6 (+4=4-2), თათევ აბრაჰამიანი - 1 (+0=2-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუკეთესო პერფორმანსი

მოჭადრაკე ქვეყანა კოეფ.
მაია ჩიბურდანიძე საქართველოს დროშა საქართველო 2715
იოანა მაიდანი პოლონეთის დროშა პოლონეთი 2621
მარტა ფაირო ბაგუერო ეკვადორის დროშა ეკვადორი 2613
პირველი დაფა ქვეყანა %
მაია ჩიბურდანიძე საქართველოს დროშა საქართველო 7,5 9 83,3
მარტა ფაირო ბაგუერო ეკვადორის დროშა ეკვადორი 7,5 8 93,7
ჰოუ იუფანი ჩინეთის დროშა ჩინეთი 7,5 11 68,1
მეორე დაფა ქვეყანა %
ანა ზატონსკიხი აშშ-ის დროშა აშშ 8 10 80,0
ნატალია ჟუკოვა უკრაინის დროშა უკრაინა 7 10 70,0
ლილიტ მკრტიჩიანი სომხეთის დროშა სომხეთი 8 11 72,7
მესამე დაფა ქვეყანა %
ნადეჟდა კოსინცევა რუსეთის დროშა რუსეთი 8,5 10 85,0
რუსუდან გოლეთიანი აშშ-ის დროშა აშშ 9 11 81,1
ილდიკო მადლი უნგრეთის დროშა უნგრეთი 8 11 72,7
მეოთხე დაფა ქვეყანა %
იოანა მაიდანი პოლონეთის დროშა პოლონეთი 9,5 11 86,3
ოლეინ ლინარესი კუბის დროშა კუბა 9 10 90,0
მაია ლომინეიშვილი საქართველოს დროშა საქართველო 6 9 66,6
სათდარიგო დაფა ქვეყანა %
ნატალია ზდებსკაია უკრაინის დროშა უკრაინა 7 8 87,5
მარი-ანი გომესი ინდოეთის დროშა ინდოეთი 6 8 75,0
ალინა მოტოკი რუმინეთის დროშა რუმინეთი 8 11 72,7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]