ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ჰავაი, აშშ
უახლოესი ქალაქი ჰილო
ფართობი 1348 კმ²
დაარსდა 1 აგვისტო 1916 წელი
სტუმრობა 1 612 246 (2006)
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების სამსახური
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 409
ინგლ.რუს.ფრ.

ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი (ინგლ. Hawai'i Volcanoes National Park) – მდებარეობს აშშ-ის კუნძულოვან შტატის, ჰავაის ტერიტორიაზე. დაარსდა 1916 წლის 1 აგვისტოს. ეროვნული პარკის ფართობი 1348 კმ²-ს შეადგენს. აქ მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქმედი ვულკანი კილაუეა და ჰავაიში სიმაღლით მეორე ვულკანი მაუნა-ლოა (4 169 მეტრი). პარკი გაშენებულია წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ეკოსისტემით. 1987 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავაის ვულკანური მინდვრის პანორამა
ჰავაის ვულკანური მინდვრის პანორამა