შინაარსზე გადასვლა

თავისუფლების ქანდაკება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავისუფლების ქანდაკება
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი New York City Landmark, National Register of Historic Places listed place[1] [2] , Historic Civil Engineering Landmark, National Register of Historic Places contributing property, New York State Register of Historic Places listed place და მსოფლიო მემკვიდრეობა[3]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, vi
რეგიონი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1984  (მე-8 სესია)
ნომერი 307
Map
http://www.nps.gov/stli/index.htm
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 307
ინგლ.რუს.ფრ.

თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი (ინგლ. Liberty Enlightening the World; ფრანგ. La liberté éclairant le monde), უკეთ ცნობილი როგორც თავისუფლების ქანდაკება1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტი, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუდსონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა, ამერიკის შეერთებული შტატების მეასე წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.

ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხისმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.

1984 წლიდან ქანდაკება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. National Park Service Weekly List of Actions Taken on Properties: 9/08/2017 through 9/14/2017 — 2017.
  2. Federal RegisterWashington, D.C.: Office of the Federal Register, 1936. — ISSN 0097-6326; 2167-2520; 1065-5042; 1551-1413
  3. https://www.elnacional.cat/es/sociedad/estatua-libertad-nueva-york_667712_102.html