დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
US Locator Blank.svg
მდებარეობა ჩრდილოეთი კაროლინა, ტენესი (აშშ)
უახლოესი ქალაქი ჩეროკი და გეტლინბურგი
ფართობი 2110,4 კმ²
დაარსდა 15 ივნისი, 1934[1]
სტუმრობა 9,289,215 (2006)
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების სამსახური
პარკის შესასვლელი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 259
რუს.ინგლ.ფრ.

დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი (ინგლ. Great Smoky Mountains) — მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კაროლინის და ტენესის საზღვარზე. პარკი შეიქმნა 1934 წლის 15 ივნისს, აპალაჩის მთების ცენტრალურ ნაწილში. 1983 წელს დიდი კვამლიანი მთები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.

პარკს უკავია დაახლოებით 2 110,4 კმ² ტერიტორია. ეროვნული პარკი მდებარეობს ზღვის დონიდან 277 - 2 025 მეტრ სიმაღლეზე, აქ არის თექვსმეტი მწვერვალი რომლის სიმაღლე 1 500 მეტრს აღემატება. აქ არსებული უმაღლესი მწვერვალი მესამეა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში. დიდი კვამლიანი მთები მდიდარია ფლორით და ფაუნით, გავრცელებულია ხუთი სხვადასხვა ჯიშის ტყე. დაცულ ტერიტორიაში ხარობს 3 500 სხვადასხვა სახეობის მცენარე. პარკში ბინადრობს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: