აკადიის ეროვნული პარკი
| აკადიის ეროვნული პარკი | |
|---|---|
IUCN კატეგორია V (დაცული ლანდშაფტი) | |
| მდებარეობა | მეინის შტატი, აშშ |
| უახლოესი ქალაქი | ბარ-ჰარბორი (მეინი) |
| ფართობი | 198.60 კმ² |
| დაარსდა | 8 ივლისი 1916 |
| სტუმრობა | 3,537,575 (2018) |
| მმართველი ორგანო | ეროვნული პარკების სამსახური |
აკადიის ეროვნული პარკი (ინგლ. Acadia National Park) — ეროვნული პარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეინის სანაპიროზე. ამ ადგილებში პირველი დაცული ტერიტორია 1916 წელს შეიქმნა სირ-დე-მონის ეროვნული ძეგლის სახელით. 1919 წელს აქ შეიქმნა ლაფაიეტის ეროვნული პარკი — პირველი ეროვნული პარკი აშშ-ის აღმოსავლეთში — რომელსაც 1929 წელს აკადიის სახელი მიენიჭა. პარკი ძირითადად მოიცავს კუნძულ მაუნტ-დეზერტის ტყეებს და კუნძულის უმაღლეს ადგილს — მთა კადილაკს (ზ. დ. 465 მ).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||||||