შინაარსზე გადასვლა

უოტერტონ-გლეიშერის მშვიდობის საერთაშორისო პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უოტერტონ-გლეიშერის მშვიდობის საერთაშორისო პარკი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

ტბა კამერონი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1] და ბნელი ცის საერთაშორისო პარკი
ქვეყნები კანადის დროშა კანადა აშშ-ის დროშა აშშ
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix
რეგიონი ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 354
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 354
ინგლ.რუს.ფრ.

უოტერტონ-გლეიშერის მშვიდობის საერთაშორისო პარკი (ინგლ. Waterton-Glacier International Peace Park) — კანადის ტერიტორიაზე მდებარე უოტერტონ-ლეიკსის ეროვნული პარკისა და აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე გლეიშერის ეროვნული პარკის გაერთიანების საერთო სახელი. ორივე პარკი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია ბიოსფერულ ნაკრძალებად და 1995 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

პარკების გაერთიანება შეიქმნა 1932 წლის 18 ივნისს , ორგანიზაცია როტარი ინტერნეიშენალის ალბერტელი და მონტანელი წევრების ძალისხმევით. იგი მშვიდობის პირველი პარკია მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლოს. სამომავლოდ არის მცდელობა მსგავსი პარკი შეიქმნას აშშ-სა და მექსიკას შორისაც.[2]

პარკის ფართობი 4572 კმ²-ია და მდებარეობს ალბერტას სამხრეთ-დასავლეთ და მონტანას ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე. მის ტერიტორიაზე გავრცელებულია ვაკეები, ტყეები, ალპური მთები და მყინვარები, ასევე მცენარეთა და ცხოველთა დიდი მრავალფეროვნება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. World Database on Protected Areas — 1981.
  2. http://www.iloveparks.com/peaceparks/. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 2011-09-25.