ფრენკ ლოიდ რაიტი
იერსახე
ფრენკ ლოიდ რაიტი (Frank Lloyd Wright; 8 ივნისი, 1867 - 9 აპრილი, 1959) — XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი არქიტექტორი-ნოვატორი დასავლეთის არქიტექტურაში; ორგანული არქიტექტურის ფუძემდებელი 700-ზე მეტი ნაგებობის და ასობით პროექტისა და თეორიული ნაშრომის ავტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიტს სრული პროფესიული განათლება არ მიუღია. როგორც არქიტექტორი ჩამოყალიბდა სილევენისა და ადლერის(1893 წლიდან) სახელოსნოში, ჩიკაგოს სკოლის ნოვატორული ძიების ატმოსფეროში. 1893 წლიდან მუშაობდა დამოუკიდებლად. იგი ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ეკლექტიზმისა და ფსევდოკლასიციზმის წინააღმდეგ. მის შემოქმედებაზე გავლენა იქონია XIX საუკუნის ამერიკულმა ხალხურმა ტრადიციებმა და იაპონურმა არქიტექტურამ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: