ჩანჩურა ერთი ჩვეულებრივი მათხოვარია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს. ზოგჯერ პარვით, ზოგჯერ კი მოწყალებით ირჩენს თავს. მაგრამ, ამავდროულად ის უბნის მასხარაცაა. ერთი ყასბის 12 წლის შვილი არტუშა მასზე გადაკიდებულია და მუდმივად დასცინის. ჩანჩურა თავს მეპურე სიმონას აფარებს, რომელიც საძინებელს და გამხმარ პურს აჭმევს.
ერთხელ არტუშა მისი ძაღლისა და ჩანჩურას ორთაბრძოლას მოაწყობს. ფილტვს მათ შორის ჩააგდებს და სანახაობას დაელოდება. ბრძოლაში ძაღლი გაიმარჯვებს, ხოლო ჩანჩურა ძლიერ დაზარალდება. მათ ჩხუბს ჟანდარმი გააჩერებს. გაოგნებული ჩანჩურა კი ეტლში ჩავარდება. მას ჟანდარმი სავადმყოფოში წაიყვანს, მაგრამ მეორე დღეს დაიღუპება.