პაპა დიმო
პაპა დიმო — მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1926 წელს. ნაწარმოები მწერლის ე. წ. შემოქმედების მეორე პერიოდის ნამუშევარია.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაპა დიმომ ორმოცი წელი გაატარა რუსეთში და ქალაქებში არმავირსა და როსტოვში ღვინით ვაჭრობით კარგი ფულიც იშოვა. იქვე დაოჯახდა და დასახლდა, მაგრამ, რუსეთის რევოლუციამ და სამოქალაქო ომმა მისი მთელი ქონება გააცამტვერა და ისიც იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.
დიმოს ცოლი და შვილი გზაში დაეღუპა, თბილისში რძალიც გარდაეცვალა და მოხუცი მარტოდმარტო დარჩა შვილიშვილთან — პატარა დარეჯანთან ერთად, რომელსაც პაპამ მოფერებით რეჯანი შეარქვა.
თბილისში პაპა დიმო ერთხანს პაპიროსით ვაჭრობდა და ასე გადიოდა იოლას, მაგრამ, მერე პატარა გოგონა ავად გახდა და მისმა მოვლამ მოხუცს ვაჭრობაზე ხელი ააღებინა. ექიმმა ბავშვს ძვირფასი წამალი — ტიოკოლი და კარგი კვება დაუნიშნა, რისთვისაც პაპა დიმო იძულებული გახდა, ავეჯი და ლოგინიც გაეყიდა. ბოლოს, სასოწარკვეთილი მოხუცი ოქროს კბილებსაც იძრობს და ჰყიდის, იმ იმედით, რომ შვილიშვილს გამოამჯობინებს, თავად კი, იმაზეც თანახმაა, რომ ბურღულითა და მანანით იკვებოს მთელი დარჩენილი ცხოვრება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|