ეკა (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ეკა
თავდავიწყება“
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1905
გვერდი 13

ეკა (მეორე სახელწოდება-"თავდავიწყება") — მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1905 წელს.[1] შუახნის ექიმი იხსენებს თავის პირველ სიყვარულს. სიუჟეტი მიმდინარეობს წარსულში, როდესაც მთხრობელი სწავლის დასრულების შემდეგ დედასთან დაბრუნდა. იქ მას დახვდება 18 წლის მოსამსახურე ეკა, რომელიც მალევე შეუყვარდება. ეკა გრძნობს ყურადღებას და თავს არიდებს ქალბატონის შვილს, მაგრამ, ვაჟს სურვილი ძლევს და ეკას მხრიდან დიდი ხვეწნისა და წინააღმდეგობის მიუხედევად, გოგონას გააუპატიურებს. დედამისი ეკას სახლიდან დაითხოვს. გადის წლები. ექიმი სახელს გაითქვამს, ჰყავს ოჯახი, შვილები. ერთი სამუშაო დღის ბოლოს, მოსამსახურე ამცნობს, რომ ბოლო პაციენტიღა დარჩა-ქალი და მისი ვაჟი. ქალი ეკა აღმოჩნდება-კიდევ უფრო ლამაზი და დახვეწილი, ვიდრე ოდესღაც იყო, მის თორმეტიოდე წლის ბიჭუნაში კი, რომელსაც გოგი ჰქვია, ექიმი თავის გარეგნობას და სახელს ამოიცნობს. იგი ცდილობს, ეკას გამოჰკითხოს ბავშვის ამბავი, მაგრამ, ქალი ყველაფერს უარყოფს და ბავშვთან ერთად ქრება, ექიმს კი სამუდამოდ სინანულსა და ეჭვებში ჩავარდნილს ტოვებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიხეილ ჯავახიშვილი. თხზულებანი 8 ტომად