გივი შადური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გივი შადური“

ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1928
გვერდი 200

გივი შადური — ქართველი რეალისტი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის რიგით მეოთხე, 1928 წლის რომანი.

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი შადური მიხეილ ჯავახიშვილმა 1928 წელს დაწერა. რომანი სათავგადასავლო ჟანრს განეკუთვნება. შედგება ხუთი დამოუკიდებელი მოთხრობისაგან, რომელთაც ერთი საერთო გმირი ჰყავთ — ამბის მთხრობელი, სათაურშივე დასახელებული გივი შადური.

რომანის სიუჟეტი და სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის მთხრობელი — გივი შადური ამბის მოყოლისას მკითხველს სუფრიდან ესაუბრება. შადური უკვე ხანში შესული და ცხოვრებისგან გამობრძმედილი ადამიანია. თითოეულ მოთხრობაში ის თავის მძიმე და მრავალ თავგადასავალ გამოვლილი ცხოვრებიდან ეპიზოდს იხსენებს.

  • პირველ ეპიზოდ — ესპანურ სისხლში — შადური თავის ოჯახზე და ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
  • მეორე ეპიზოდ — დაბრუნებულში — ის თავისი ბიძაშვილების — დათოსა და პეტრეს შესახებ ყვება. თუ როგორ სწავლობდნენ ადესაში და პეტრეს როგორ მოუწია ცხოვრების და კარიერის რუსეთში გაგრძელება.
  • მესამე ეპიზოდ — შავ კლდეში გივი თავის ახალგაზრდობას იხსენებს. ყვება იმ დროზე, როცა ჯერ კიდევ „შოფერი“ იყო და თავის ყმაწვილობაში გაცნობილ რუსიკოზე. შავ კლდესთან მან ავტოკატასტროფა გადაიტანა.
  • მეოთხე ეპიზოდი — წითელი ღილი — გივი შადური თავის მეორე სიყვარულზე და უკანონო ვაჟზე ჰყვება.
  • მეხუთე ეპიზოდი — ბედი მდევარი — ეს მოთხრობა რევოლუციის ფონზე მიმდინარეობს. შადური ციხეში აღმოჩნდება.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გივი შადური — მთავარი პერსონაჟი.მთხრობელი.
  • რუსიკო — გივის ცოლი.
  • დათიკო — გივის ბიძაშვილი.
  • პეტრე — გივის ბიძაშვილი.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის ავტორმა ჯავახიშვილმა ნაწარმოებში საკუთარი თავი გამოაჩინა. თანაც მას მეორე პირში თავად შადური მიმართავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]