შვედეთის მოსახლეობა
შვედეთის მოსახლეობა — 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით შვედეთის მთლიანი მოსახლეობა 10,380,245 ადამიანის ტოლია. 10 მილიონს მოსახლეობამ პირველად 2017 წლის 20 იანვარს გადაააჭარბა.[1][2] ქვეყნის ყოველი მეოთხე მოქალაქე (24,9%) არის იმიგრანტი, ხოლო ყოველ მესამე მოქალაქეს (32,3%) მინიმუმ ერთი მშობელი ჰყავს დაბადებული საზღვარგარეთ. მოსახლეობის სიმჭიდროვე არის 25 ადამიანი კმ²-ზე; აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთში. მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 85% ქალაქებში ცხოვრობს.[3] ქვეყნის დედაქალაქ სტოკჰოლმის მოსახლეობა დაახლოებით 950 000 ადამიანია, ხოლო სტოკჰოლმის მეტროპოლია 2,3 მილიონ ადამიანს მოიცავს. მოსახლეობის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებია არის გეტებორგი და მალმე. გეტებორგის მეტროპოლიის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონია. სკონეს დასავლეთ ნაწილში, ერესუნის სრუტის გასწვრივ მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს. დიდი ქალაქების გარდა, მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ვხვდებით ესტერგეტლენდის სასოფლო-სამეოურნეო ნაწილში, დასავლეთ სანაპიროზე, მალარენის ტბის გარშემო და უფსალას გარშემო მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აქ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები Statistiska centralbyrån-ს ეყრდნობა 2010 წლის მდგომარეობით.
- მოსახლეობის წლიური ნამატი: 0,158 %
- მოსახლეობის სიმჭიდროვე: 25 კაცი კმ²-ზე.
- მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა: საშუალოდ 1 ადამიანი იბადება ყოველ 15 წუთში.
- შობადობის დონე: 10,13 ბავშვი/1000 სულზე
- ფერტილობის დონე: 1,67 ბავშვი/1 ქალზე
- ასაკობრივი სტრუქტურა:
- 0-14 წელი: 15,7 % (მამაკაცები 733 597/ქალები 692 194)
- 15-64 წელი: 65,5 % (მამაკაცები 3 003 358/ქალები 2 927 038)
- 65 წლის და უფროსი: 18,8 % (მამაკაცები 753 293/ქალები 950 171).
- საშუალო ასაკი: 41,5 წელი (მამაკაცები: 40,4 წელი, ქალები: 42,6 წელი).
- სიცოცხლის ხანგრძლივობა: 80,86 წელი (მამაკაცები: 78,59 წელი, ქალები: 83,26 წელი) — მსოფლიოში 9 ადგილზე.
- მიგრაციის დონე: 1,66/ 1000 სული.
- უმუშევრობის დონე: 9,1 % (მარტი 2010 წ.).
- სიკვდილიანობის დონე: 10,21 გარდაცვალება/1000 სულზე.
- ჩვილების სიკვდილიანობის კოეფიციენტი: 2,75 გარდაცვალება/1000 ახალშობილზე (ბიჭი: 2,91 გარდაცვალება/1000 ახალშობილზე, გოგონა: 2,58 გარდაცვალება/1000 ახალშობილზე).
- სქესთა თანაფარდობა:
- საერთო: 0,98 მამაკაცი/ქალი
- დაბადებისას: 1,06 მამაკაცი/ქალი
- 15 წლამდე: 1,06 მამაკაცი/ქალი
- 15-64 წწ: 1,03 მამაკაცი/ქალი
- 65 წლის და უფროსი: 0,79 მამაკაცი/ქალი.
- ურბანიზაციის დონე: 85 % მთელი მოსახლეობის.
- ზრდასრულ მოსახლეობაში შიდსის\აივის გავრცელებულობა: 0,1 %.
- შიდსით\აივით დაავადებულთა რაოდენობა: 6 200.
- სიკვდილიანობა შიდსით\აივით: 100 სულზე ნაკლები.
- მოსახლეობის განათლების დონე: 99 %.
- სასკოლო განათლების ხანგრძლივობა:
- საშუალოდ: 16 წელი
- გოგონები: 17 წელი
- ვაჟები: 15 წელი.
- სწავლის ხარჯები: 7,1 % ეშპ.
ეროვნული შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად შვედების ტრადიციული რაოდენობრივი უპირატესობისა დღევანდელ შვედეთში საკმაოდ მრავალფეროვანია არა მხოლოდ ეროვნებათა, არამედ რასათა საერთო სურათიც, რაც განვითარებადი ქვეყნებიდან პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზების გამო იმიგრირებული მოსახლეობის ზრდის შედეგია. ქვეყნის მოსახლეობა ფაქტობრივად ორ ძირითად ჯგუფად: ავტოქთონებად და იმიგრანტებად იყოფა. ავტოქთონებს შორის შვედები და ფინო-უგრული წარმოშობის ძირძველი მოსახლეობა ჭარბობს. ეთნიკურ შვედებს გერმანიკული წარმომავლობა აქვთ და ერთანი მოსახლეობიდან 7,5 მლნ კაცს შეადგენენ. შვედების გარდა ქვეყნის ჩრდილოეთში 17 000 საამი ცხოვრობს. ფინეთის საზღვართან კი, რომელიც ოდესღაც შვედეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, 50 000 ეთნიკური ფინელი სახლობს, ხოლო ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში 450 ათასზე მეტი ფინელია, რომლებიც XX საუკუნეში გადასახლდნენ სამშობლოდან. ამასთანავე თავად ფინეთში შვედური მრავალსაუკუნოვანი უმცირესობა ბინადრობს 300 000 კაციანი შემადგენლობით, რაც ფინეთის მოსახლეობის 6%-ია. შვედური ენა ფინეთში მეორე ენად მიიჩნევა, აი, ფინური ენა კი შვედეთში საკმაოდ შეზღუდულია და სახელმწიფო დონეზე არანაირი სტატუსი არ გააჩნია.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვედეთის მოსახლეობის 82% შვედური ეკლესიის მრევლია. შვედური ეკლესია ლუთერანულია და სახელმწიფოს 2000 წელს გამოეყო. გარდა ამისა, შეინიშნებიან კათოლიკები, მართლმადიდებლები და ბაპტისტები. საამების ნაწილი ანიმიზმის მიმდევარია. ქვეყანაში ემიგრაციის გამო ბოლო ხანებში მუსულმანთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიმდევრები გაჩნდნენ.
მოსახლეობის რაოდენობის ცვალებადობის დინამიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | მოსახლეობა |
---|---|
1000 | 400 000 |
1100 | 400 000 |
1200 | 400 000 |
1250 | 500 000 |
1300 | 500 000 |
1350 | 400 000 |
1400 | 500 000 |
1450 | 600 000 |
1500 | 650 000 |
1550 | 750 000 |
1600 | 900 000 |
1650 | 1 100 000 |
1700 | 1 363 000 |
1725 | 1 400 000 |
1750 | 1 780 700 |
1760 | 1 925 200 |
1770 | 2 042 600 |
1780 | 2 118 300 |
1790 | 2 187 700 |
1800 | 2 347 300 |
1810 | 2 377 900 |
1820 | 2 584 700 |
1830 | 2 888 100 |
1840 | 3 138 900 |
1850 | 3 482 500 |
1860 | 3 859 700 |
1870 | 4 168 500 |
1880 | 4 565 700 |
1890 | 4 785 000 |
1900 | 5 136 400 |
1910 | 5 522 400 |
1914 | 5 679 600 |
1920 | 5 904 500 |
1930 | 6 142 200 |
1939 | 6 341 300 |
1940 | 6 371 400 |
1950 | 7 041 800 |
1960 | 7 498 000 |
1970 | 8 081 200 |
1980 | 8 317 900 |
1990 | 8 590 600 |
2000 | 8 873 100 |
2010 | 9 354 426 |
მიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროსტატის მიხედვით შვედეთში ცხოვრობს 1.33 მილიონი საზღვარგარეთ დაბადებული ადამიაანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენს. აქედან 859 000 (9.2%) ევროპის კავშირის გარეთ, ხოლო 477 000 (5.1%) ევროპის კავშირის ქვეყნებშია დაბადებული.[4][5] ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფები არიან:
- ფინეთი (172,218)
- ყოფილი იუგოსლავია (152,268)
- ერაყი (117,919)
- ირანი (59,922)
- პოლონეთი (49,518)
- გერმანია (47,803)
- დანია (46,002)
- ნორვეგია (43,819)
- თურქეთი (40,766)
- სომალი (31,734)
შვედეთში დაახლოებით 100,000 – 120,000 ასურელები ცხოვრობს.[6][7] ერაყელი მიგრანტების უმეტესობას ქრისტიანი ასურელები წარმოადგენენ.
2000 - 2010 წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი ეთნიკურ ჯგუფები არიან:
- ბურუნდი (+3031%)
- ღაზას სექტორი (+2542%)
- მონღოლეთი (+2028%)
- უზბეკეთი (+1439%)
- კამერუნი (+1165%)
- ყირგიზეთი (+1115%)
- მიანმარი (+1022%)
- აზერბაიჯანი (+1015%)
- ლიტვა (+758%)
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (+627%)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Radio, Sveriges. Swedish population hits 10-million mark - Radio Sweden en. ციტირების თარიღი: 19 September 2019
- ↑ Sweden's population reaches historic ten million milestone en-GB (20 January 2017). ციტირების თარიღი: 19 September 2019
- ↑ Yearbook of Housing and Building Statistics 2007
- ↑ 6.5% of the EU population are foreigners and 9.4% are born abroad, Eurostat, Katya VASILEVA, 34/2011.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-06. ციტირების თარიღი: 2012-01-16.
- ↑ http://www.eurfedling.org/Sweden.htm
- ↑ http://www.aina.org/brief.html