შინაარსზე გადასვლა

ყაბარდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაბარდიის სამთავრო
Къэбэрдей Хэгъэгу

1453 — 1825
დროშა გერბი
დედაქალაქი ნალჩიკი
ენა ყაბარდოული
რელიგია ხაბზეიზმი
მართლმადიდებლობა
სუნიზმი
წინამორბედები:
კასოგიელები
მემკვიდრეები:
ჩერქეზეთი
რუსეთის იმპერია

ყაბარდია (ყაბ. Къэбэрдей), აგრეთვე ცნობილია, როგორც ყაბარდიის სამთავრო (ყაბ. Къэбэрдей Хэгъэгу) — ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ისტორიული მხარე, რომელიც მოიცავს თანამედროვე ყაბარდო-ბალყარეთის დიდ ნაწილს. ყაბარდიაში მოქმედებდა სხვა ჩრდილოკავკასიელებზე უკეთესი „ფედერალური“ პოლიტიკური სტრუქტურა. იგი, როგორც პოლიტიკური ერთეული XV საუკუნეში შეიქმნა და არსებობდა XIX საუკუნემდე, სანამ რუსეთის იმპერიას დაექვემდებარებოდა.

ყაბარდოელები ახლომდებარე ჩერქეზების მონათესავეები არიან და ითვლება, რომ ისინი სწორედ მათი ერთ-ერთი ტომიდან წარმოიშვნენ. ლეგენდის მიხედვით, ყაბარდია ჩერქეზთა მეფე ინალ დიდმა დააარსა. მიუხედავად ამ ლეგენდის პოპულარობისა, მისი დამამტკიცებელი ოფიციალური დოკუმენტები და წყაროები არ არსებობს. თუმცაღა, 1475 წლის თურქულ წყაროებში უკვე იხსენიება ყაბარდია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ლეგენდა სიმართლეს მოკლებული არ უნდა იყოს, რამეთუ მის მიხედვით ეს მხარე 1453 წელს უნდა დაარსებულიყო. უკვე XVI საუკუნეში ოქროს ურდოს დაშლის შედეგად ჩამოყალიბებული ყირიმის სახანოსა და ნოღაის ურდოს თათრები სტაბილურად არბევდნენ ჩრდილოკავკასიელებს. რიჩმონდმა შემოგვინახა საკუთრივ ყაბარდიის დარბევის თარიღები, რომელიც ასე გამოიყურება: 1521, 1518, 1510, 1519, 1539, 1547, 1551, 1566, 1567, 1578 (ამ წლებში მათ ყაბარდია მხოლოდ გაზაფხულზე დაარბიეს), 1670-იანები, 1708, 1720, 1735, 1740, 1760, 1761 და 1777[1].

იმის გამო, რომ ყირიმელი თათრები რუსულ დასახლებებსაც არბევდნენ, ყაბარდია და რუსეთი, როგორც საერთო პრობლემის მქონე ქვეყნები, ნელ-ნელა დაახლოვდნენ. 1552 წელს ყაბარდიის საელჩო უკვე მოსკოვში გაიხსნა. 1556 წელს ყაბარდოელებმა და კაზაკებმა მთავარ თემრიუკის მეთაურობით ერთობლივად აიღეს ტამანის ნახევარკუნძულზე მდებარე ციხესიმაგრე. 1556 წელს, ასტრახანის აღებისას, რუსებს ასევე მოკავშირეებად ჰყავდა ყაბარდოელები. 1561 წელს, ყაბარდოელებთან კავშირის გასამყარებლად ცარმა ივანე IV მრისხანემ ცოლად შეირთო თემრიუკის ასული მარია. 1569 წელს, ასტრახანზე წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ ოსმალეთში მიმავალი თურქები გზად ყაბარდოელებმა ამოხოცეს. 1570 წელს თემრიუკი ყირიმელებთან ბრძოლაში მოკლეს. ამის შემდეგ, თემრიკისა და მისი ქალიშვილის გარდაცვალებითა და ლივონიის ომში განცდილი დანაკარგების გამო, რუსეთი ყაბარდოელებსაც და კავკასიასაც 200 წლით ჩამოშორდა.

კავკასია 1810-იან წლებშია

ამის შემდეგ ყაბარდია ორ დიდ ფრაქციად გაიყო: რუსეთისა და ოსმალეთის მომხრეებად. რუსეთის მომხრეებმა ყაბარდიაში კაზაკური წარმოშობის რუსების ჩამოსახლება დაიწყეს. ამას მოჰყვა 1739 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ყაბარდიის ბუფერულ სახელმწიფოდ გამოცხადება[2].

1769 წლიდან ყაბარდია რუსეთის იმპერიის კონტროლქვეშ მოექცა. ამის შემდეგ, ყაბარდოული მთიანეთიდან რუსებმა სამხრეთითაც დაიწყეს სვლა და დაიწყეს დიპლომატიური კავშირები ქართულ სამეფოებთან. სწორედ ყაბარდოელთა სამხედრო მაგისტრალმა გაუადვილა რუსეთის იმპერიამ 1800-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ანექსია.

1769 წელს რუსეთმა პირველად დაარტყა ყაბარდიას. 1774 წელს გაფორმებულმა ქუჩუქ-კაინარჯის ხელშეკრულებით ყაბარდია ყირიმის სახანოს ვასალ სამთავროდ გამოცხადდა[3], რასაც მოჰყვა მთელი რიგი დიდი პოლიტიკური და სამხედრო ცვლილებები.

XIX საუკუნის დასაწყისშივე ჩრდილოკავკასიელებს თავს შავი ჭირი დაატყდათ, რომელიც 30-იან წლებამდე გაგრძელდა. დადგენილია, რომ ამ ეპიდემიამ ყაბარდიის მოსახლეობის 90% შეიწირა. 1790 წელს 200,000 ყაბარდოელი გარდაიცვალა ამ სენით, 1830 წელს კი 30,000. 1804 წელს მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში საყოველთაო აჯანყება გამძვინვარდა. გაწვრთნილი არტილერიის დამსახურებით რუსებმა სამჯერ დაამარცხეს ამბოხებულები. დაახლოებით 1810 წელს, რუსებმა 200-მდე ყაბარდოული სოფელი გაანადგურეს. 1822 წლიდან კი დაიწყეს ახალი ციხესიმაგრეების შენება. 1820-იან წლებში იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გენერალ ერმოლოვს ჩააბარა კავკასიური კამპანიის ხელმძღვანელობა, რომლის დროსაც საბოლოოდ განადგურდა ყაბარდია, როგორც დამოუკიდებელი ერთეული და მიუერთდა რუსეთის იმპერიას.

  • Селиванов А. Ф. Кабарда // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • К. Кабардинцы // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Штернберг Л. Я. Черкесы // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Черкасские // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Думанов Х. М. Территория и расселение кабардинцев и балкарцев в XVIII — начале XX веков
  • David Rumsey Historical Map Collection. Historic Maps of Caucasus (англ.)
  • ВОСТОЧНАЯ ЛИТЕРАТУРА: средневековые исторические источники Востока и Запада. КАВКАЗ
  1. Richmond @kindle1342 'In 1777 Greater Kabardia was invaded by both Russians and Crimeans.' The last Crimean raid on Russia seems to have been in 1769. It became a Russian vassal in 1774. Was this the last Crimean raid before it was annexed in 1783? Richmond does not pursue the matter.
  2. Richmond has Treaty of Belgrade here. Other sources have Treaty of Nish. The diplomatic status of the north Caucasus was always vague.
  3. Richmond, @kindle 1327. This is contradicted by other sources