შინაარსზე გადასვლა

ინალ დიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინალ დიდი
ჩერქეზეთის მეფე
მმართ. წლები: 1427-1453
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: ტამანის ნახევარკუნძული
გარდ. თარიღი: 1458
გარდ. ადგილი: ჩერქეზეთი
შვილები: ჯანხუატი
მინბოლეტი
ბესლტანი
ვუნარმასი
ყარმიშა
დინასტია: ინალიდები
მამა: ხურიფალი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ინალ დიდი, აგრეთვე ცნობილია, როგორც ინალ ბრმა (ადიღ. Инал Нэф, ყაბ. Инал Нэху) ― ჩერქეზეთის ლეგენდარული მეფე 1427-1453 წლებში, რომელსაც მიეწერება ჩერქეზული ტომების ერთ სამეფოში გაერთიანება. იგი არაერთი ჩერქეზული ტომის დამაარსებლად ითვლება, მათ შორის ყაბარდოს, ბესლენიის, ჩემირგოის, ჟანეისა და ჰათუყვაის.

აღსანიშნავია, რომ ინალის ნამდვილი მეტსახელი უცნობია. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, იგი ცალი თვალით ბრმა იყო, ამიტომაც ჩერქეზთა ნაწილი მას „ბრმა“-ს უწოდებდა, თუმცა ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მას „განათლებულს“ ეძახდნენ.[1]

წერილობითი წყაროების არ არსებობის გამო, ინალის შესახებ ცნობები ჩერქეზულ ფოლკლორულ გადმოცემებს ეფუძნება.

ინალი ტამანის ნახევარკუნძულზე დაიბადა, ყირიმთან ახლოს. იგი ჩერქეზი მთავრის, ხურიფალისა და მისი უცნობი ცოლის უფროსი ძე იყო და იზრდებოდა არისტოკრატთა სასახლეში. ბავშვობიდანვე მას კარგ სამხედრო წვრთნასა და განათლებას აძლევდნენ. იგი ასევე შეისწავლიდა ხელოვნების დარგებს და განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ჩერქეზეთის პოლიტიკური მოწყობის, მისი მმართველი კლანებისა და მათ შორის ძალაუფლების დანაწილების ცოდნას.

ინალი მემკვიდრეობით ფლობდა ტამანის ნახევარკუნძულსა და მის მიმდებარე მიწებს.[2] როგორც დახელოვნებულმა სტრატეგოსმა, 1400-იანი წლების დასაწყისში ძირითადად ხეკაიგთა კლანისაგან შემდგარი ჯარი ჩამოაყალიბა და მიზნად დაისახა დაშლილი ჩერქეზული სამთავროების ერთიან სამეფოდ ქცევას. მიუხედავად იმისა, რომ ჩერქეზული სამთავროები თანდათან ინალის ხელში გადავიდა, მას მრავალი ბრძოლის გადახდა და უამრავი მეომრის დაკარგვა მოუხდა[3]. მრავალი მთავრისა და კლანის მეთაურის დამარცხებასთან ერთად, იგი ახერხებდა გამკლავებოდა სამეფო კარზე არსებულ ინტრიგებსა და მკვლელობის მცდელობებს.

ინალის აღზევებამ დიდად გააღიზიანა ჩერქეზი მთავრები, ამიტომაც 30 ჩერქეზული კლანის ხელმძღვანელებმა ჩამოაყალიბეს ალიანსი ინალის წინააღმდეგ. მდინარე მზიმთასთან შემდგარ ბრძოლაში ინალმა მომხრეებთან ერთად მოახერხა მათი ალიანსის დამარცხება. ათი მათგანი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო დანარჩენმა ოცმა ინალს, როგორც ჩერქეზთა მეფეს ერთგულება შეჰფიცა და შეუერთდა მის რიგებს[4].

ყუბანისა და აღმოსავლეთ ჩერქეზეთის დაპყრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ინალი მთელი დასავლეთ ჩერქეზეთის მმართველი გახდა, 1434 წელს აღმოსავლეთ ჩერქეზეთში მოაწყო დიდი ლაშქრობა, სადაც დააარსა ყაბარდიის პროვინცია, რომელსაც სახელი თავისი გამოჩენილი მხედართმთავრის, ყაბარდის პატივსაცემად დაარქვა. ამის შემდეგ ინალმა ჩრდილოეთითაც გაილაშქრა და ჩერქეზული დასახლებებიდან გააძევა თათარ-თურქი მომთაბარეები მდინარე ყუბანის მეორე ნაპირამდე, რითაც თავისი სამეფოს საზღვრები აზოვის ზღვამდე გადასწია[5].

ინალ-ყუბა, აფხაზი ნაციონალისტების მტკიცებით სწორედ აქაა დაკრძალული მეფე ინალი

აფხაზეთის დაპყრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ყველა ჩერქეზული დასახლება თავის სამეფოში გააერთიანა, ინალმა ყურადღება აფხაზეთისაკენ მიაპყრო. რამდენიმე აფხაზურმა წარჩინებულმა საგვარეულომ, მათ შორის შარვაშიძეებმა და ანჩაბაძეებმა ინალს ერთგულება აღუთქვეს. მათ ერთობლივად დაამარცხეს მოწინააღმდეგე მეგრელები და აფხაზეთი დროებით ჩერქეზეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. აფხაზებმა ინალი თავიანთ მმართველად აღიარეს და ინალმაც აფხაზეთი ჩერქეზეთთან გაერთიანებულად გამოაცხადა[6][7][8][9][10]. ამ მომენტის აღსანიშნავად აფხაზეთში ინალის ძეგლიც დგას. აფხაზეთის დროშაზე არსებული ერთი ვარსკვლავი კი განასახიერებს ინალის სავარაუდო საფლავს, ფსხუში მდებარე ინალ-ყუბას მთას.

ადმინისტრაციული რეფორმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც დაპყრობების პერიოდი ჩაცხრა, ინალმა ჩერქეზეთის, როგორც სახელმწიფოს განვითარებაზე დაიწყო ფიქრი. ამისათვის მან არაერთი რეფორმა გაატარა. მათ შორის იყო სასამართლოს რეფორმა: მან მოახდინა ტომების ორგანიზება და უხუცესთა სასამართლოები შემოიღო, რომლებიც აღასრულებდნენ ცენტრალურ სამართალს ქვეყნის პროვინციებში.[11]

ჩერქეზთა დინასტიის, ინალის შთამომავლების გერბი

ინალმა სამეფო ოთხ სამთავროდ დაყო: ყაბარდო, ბესლანი, ქემირღოყო და ჟანადო-ჰათუყვაი. საერთო ჯამში, ქვეყანა ემორჩილებოდა მეფეს, რომელიც მას 40 მოსამართლის დახმარებით მართავდა. მიუხედავად ამისა, მისი გარდაცვალებისთანავე ჩერქეზეთი ისევ წვრილ სამთავროებად დაქუცმაცდა[12].

გარდაცვალება და დაკრძალვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1453 წელს უკვე ხანში შესულმა მეფე ინალმა ჩერქეზეთი თავის ვაჟებსა და შვილიშვილებს გადაუნაწილა. ამას მოჰყვა ჩერქეზეთის ტომებრივი სამთავროების გაჩენა. აფხაზთა მტკიცებით, ინალი აფხაზეთში გარდაიცვალა და იგი ფსხუში მდებარე ინალ-ყუბას მთაშია დაკრძალული[13]. ოფიციალური წყაროებით მეფე ინალი 1458 წელს გარდაიცვალა ჩერქეზეთში. ბოლო კვლევებით დასტურდება ისიც, რომ ინალი აფხაზეთში არაა დაკრძალული[14].

რუსი მკვლევრისა და არქეოლოგის, ევგენი ფელიცინის მტკიცებით, ინალის საფლავი აფხაზეთში არაა. 1882 წელს გამოქვეყნებულ რუკაზე ფელიცინმა ინალის საფლავი აფხაზეთში კი არა, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ისპრავნაის მხარეში მოათავსა. მან დაამტკიცა, რომ ამ ტერიტორიაზე არის უძველესი სკულპტურები, ბორცვები, სამარხები, ეკლესიები, ციხესიმაგრეები და გალავანი, რაც იდეალურად შესაფერისი საფლავი იქნებოდა ისეთი ვინმესათვის, როგორიც მეფე ინალი იყო[14][15].

  • Caucasian Review. Vol. 2. Munich (München), 1956. Pp.; 19; 35.
  • Klaproth, Julius Von, 1783-1835. (2005). Travels in the Caucasus and Georgia performed in the years 1807 and 1808 by command of the Russian government. Elibron Classics. OCLC 742325358.
  • Latham, Robert Gordon. Descriptive Ethnology. London: Voorst, 1859. Pp. 51.
  1. "Prince Inal the Great (I): The Tomb of the Mighty Potentate Is Located in Circassia, Not Abkhazia". Amjad Jaimoukha. Circassian Voices. 2013. Archived from the original on 4 June 2020.
  2. Shora Nogma has 1427 (per Richmond, Northwest Caucasus, kindle@610). In a later book (Circassian Genocide kindle @47) Richmond reports the legend that Inal reunited the princedoms after they were driven into the mountains by the Mongols. In a footnote (@2271) he says that Inal was a royal title among the Oguz Turks
  3. Cole, Jeffrey E. (2011). Ethnic Groups of Europe: An Encyclopedia. ABC-CLIO, LLC. OCLC 939825134.
  4. The Legendary Circassian Prince Inal, by Vitaliy Shtybin"". Vitaliy Shtybin. Abkhaz World. 17 May 2020. Archived from the original on 24 May 2020. Retrieved 24 July 2020.
  5. Klaproth, Julius Von, 1783—1835. (2005). Travels in the Caucasus and Georgia performed in the years 1807 and 1808 by command of the Russian government. Elibron Classics
  6. "PRENSLERİN PRENSİ İNAL NEKHU (PŞILERİN PŞISI İNAL NEKHU)". KAĞAZEJ Jıraslen. 2013. Archived from the original on 29 February 2020.
  7. Papaskʻiri, Zurab, 1950- (2010). Абхазия : история без фальсификации. Izd-vo Sukhumskogo Gos. Universiteta. ISBN 9941016526. OCLC 726221839.
  8. "The Legendary Circassian Prince Inal, by Vitaliy Shtybin". Vitaliy Shtybin. Abkhaz World. 17 May 2020. Archived from the original on 24 May 2020. Retrieved 24 July 2020.
  9. Klaproth, Julius Von, 1783—1835. (2005). Travels in the Caucasus and Georgia performed in the years 1807 and 1808 by command of the Russian government. Elibron Classics
  10. The 200-year Mingrelia-Abkhazian war and the defeat of the Principality of Mingrelia by the Abkhazians of XVII-XVIII cc.
  11. "The Legendary Circassian Prince Inal, by Vitaliy Shtybin". Vitaliy Shtybin. Abkhaz World. 17 May 2020. Archived from the original on 24 May 2020. Retrieved 24 July 2020.
  12. Latham, Robert Gordon. Descriptive Ethnology. Londres: Voorst, 1859. Pp. 51
  13. Asie occidentale aux XIVe-XVIe siècles, 2014.
  14. 14.0 14.1 "Prince Inal the Great (I): The Tomb of the Mighty Potentate Is Located in Circassia, Not Abkhazia". Amjad Jaimoukha. Circassian Voices. 2013. Archived from the original on 4 June 2020.
  15. Археологическая карта Кубанской области, Фелицын, Евгений Дмитриевич, 1882.