შინაარსზე გადასვლა

სტანისლავ კალესნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტანისლავ კალესნიკი
დაბ. თარიღი 10 (23) იანვარი, 1901
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდ. თარიღი 13 სექტემბერი, 1977(1977-09-13) (76 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
დასაფლავებულია კომაროვოს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი[2]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვ. ი. ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოეკოლოგიის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და წითელი ვარსკვლავის ორდენი

სტანისლავ ვიკენტის ძე კალესნიკი (რუს. Калесник, Станислав Викентьевич; დ. 23 იანვარი [ ძვ. სტ. 10 იანვარი ], 1901, სანქტ-პეტერბურგი — გ. 13 სექტემბერი, 1977, ლენინგრადი) — რუსი გეოგრაფი. ფიზიკური გეოგრაფიის ერთ-ერთი გამოჩენილი სპეციალისტი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). სკკპ წევრი 1943 წლიდან. 1929 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი. იყო ლენინგრადის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე (1950 წლიდან). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ტბათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი (1955 წლიდან).

კალესნიკის მთავარი შრომები შეეხება ზოგადი დედამიწისმცოდნეობის, ლანდშაფტმცოდეობისა და გლაციოლოგიის თეორიულ, აგრეთვე ცენტრალური ტიან-შანისა და ჯუნღარის ალათაუს გეომორფოლოგიურ საკითხებს. ფიზიკურ გეოგრაფიაში და გლაციოლოგიაში შეიტანა ახალი ცნებები: ჰიონოსფერო, გამყინვარების ენერგია, გეოგრაფიული სტრუქტურა. ჰიონოსფერო არის ტროპოსფეროს ნაწილი, რომლის ფარგლებში რელიეფის ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიქმნას და იარსებოს მრავალწლოვანმა თოვლნარებმა და მყინვარებმა. გამყინვარების ენერგია წარმოადგენს მყინვარების მასის ბალანსის ვერტიკალურ გრადიენტს.

სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1968–1972). საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1968–1972). კრაკოვისა და ფინეთის (ტურკუ) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით. კალესნიკის სახელი ეწოდა მყინვარებს იმიერილისა და ჯუნღარის ალათაუში, პოლარულ ურალში.

  • Горные ледниковые районы СССР, Л. — М., 1937;
  • Общая гляциология, Л., 1939;
  • Основы общего землеведения, 2 изд., М., 1955;
  • Краткий курс общего землеведения, М., 1957;
  • О классификации географических наук, в сборнике: XIX Международный географический конгресс в Стокгольме, М., 1961;
  • Очерки гляциологии, М., 1963;
  • Общие географические закономерности Земли, М., 1970.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Калесник Станислав Викентьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Czech National Authority Database