ჰიონოსფერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დედამიწის ატმოსფეროს ნაწილი - ტროპოსფერო, რომლის ქვედა ფენა ჰიონოსფეროა

ჰიონოსფერო (ბერძნ. chion – თოვლი და sphaira – სფერო) — ტროპოსფეროს ნაწილი, რომლის ფარგლებში რელიეფის ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიქმნას და იარსებოს მრავალწლოვანმა თოვლნარებმა და მყინვარებმა.

ჰიონოსფერო სითბოსა და სინოტივის ისეთი შეთანაწყობა არის, რომლის დროსაც ჰორიზონტალურად და უფრო ზედაპირზე მთელი წლის განმავლობაში მოსული მყარი ატმოსფერული ნალექები ჭარბობს მის გასავალს. ჰიონოსფეროს ზედა საზღვარი — ყველაზე მაღალ მწვერვალების ზემოთ მდებარეობს და შეესაბამება მყარი ატმოსფერული ნალექების ნულოვან ბალანსს.

ჰიონოსფეროს ქვედა საზღვარი ხმელეთთან შეხებისას წარმოქმნის თოვლის ხაზს. ჰიონოსფერო დედამიწის გარსს აკრავს 10 კმ სიმაღლის გარსით, მაღალ განედებში ჰიონოსფერო დედამიწის ზედაპირზე ჩამოდის ზღვის დონემდე, ხოლო ეკვატორულ სარტყელში იწევა 4-5 კმ-ით. მთებში დიდი მყინვარული ენები ჰიონოსფეროს ქვემოთ ჩამოდიან. ატმოსფერული ფენას, რომელშიც დაახლოებით ისეთივე პირობებია რაც თანადროული გაგებით ჰიონოსფეროში — რუსმა ბუნებისმეტყველმა მიხეილ ლომონოსოვმა — „ატმოსფეროს ყინულოვანი ფენა უწოდა“.

ცნება ჰიონოსფერო მეცნიერებაში პირველად შემოიტანა და ჩამოაყალიბა სტანისლავ კალესნიკმა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გობეჯიშვილი რ., კოტლიაკოვი ვ., გლაციოლოგია, თბ., 2006.