გეოგრაფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„გეოგრაფი“ 1668-1669 წწ. იან ვერმეერი.

გეოგრაფიგეოგრაფიის სპეციალისტი. სხვაგვარად, მეცნიერი, რომელიც დაკავებულია საერთოდ, გეოგრაფიული სივრცის, დედამიწის ბუნებრივი გარემოს და საზოგადოების ტერიტორიული ორგანიზაციის შესწავლით. გეოგრაფია, როგორც უძველესი და დიფერენცირებული მეცნიერება იყოფა 2 დიდ ნაწილად: ფიზიკურ და საზოგადოებრივ გეოგრაფიად. ფიზიკური გეოგრაფია, გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემაა, ამ სფეროს სპეცილისტის (გეოგრაფის) ამოცანაა დედამიწის გეოგრაფიული გარსის, მასში მიმდინარე მთელი რიგი საკითხების შესწავლა და ა.შ. საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალისტები დაკავებული არიან საზოგადოების ტერიტორიული ორგანიზაციის შესწავლით, მისი კანონებისა და კანონზომიერებების გარკვევით. ამასთანავე ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფია ერთმანეთთან დაკავშირებული დარგებია.

ისტორიული თვალსაზრისით, გეოგრაფად ცნობილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ რუკების შექმნაზე. გეოგრაფები შეისწავლიან არა მხოლოდ ბუნებრივი გარემოს ელემენტებსა და საზოგადოების ორგანიზაციას, არამედ, ამ ორი დარგის ურთიერთკავშირსაც; მაგალითად, ბუნებრივ გარემოზე ადამიანის ზემოქმედების პრობლემები, და პირიქით. გეოინფორმაციული სისტემის სპეციალისტები ხშირად მუშაობენ, ადგილობრივ, სახელმწიფო და ფედერალურ სახელმწიფო დაწესებულებებში და აგრეთვე კერძო სექტორებსა და საინჟინრო ფირმებში. არსებობს ნიდერლანდელი ფერმწერის იან ვერმეერის ცნობილი ნამუშევარი სახელწოდებით „გეოგრაფი“.

შესწავლის სფეროები[რედაქტირება]

გამოიყოფა გეოგრაფიული კვლევის 2 ძირითადი მიმართულება; თავის მხრივ, ისინი იყოფა ცალკეულ დარგებად:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]