საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი (ინგლ. International Geographical Union; ფრანგ. Union Géographique Internationale; IGU) — მსოფლიოს გეოგრაფთა საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანება. პირველი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა 1871 წელს ქალაქ ანტვერპენში. თანამედროვე სახით ოფიციალურად დაარსდა 1922 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში.[1] ხელმძღვანელი ორგანოა — აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. ადრეული წლებიდანვე გეოგრაფთა სამეცნიერო გაერთიანებამ გამოიმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელიც დღემდე არსებობს.
დღეს, ისევე როგორც XIX საუკუნის მიწურულს, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სტრუქტურა შეიცავს 3 ძირითად კომპონენტს: გენერალური ასამბლეა, რომელიც გვევლინება კავშირის უმაღლეს ორგანოდ და შედგება დელეგატებისაგან. გენერალური ასამბლეის სხდომა იმართება კონგრესის მსვლელობისას. აღმსასრულებელი კომიტეტი შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. კომისიები და კვლევითი ჯგუფები მოქმედებენ მუდმივ საფუძველზე. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირმა თავისი არსებობის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა დაახლოებით 30-მდე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც თავის მხრივ, იმართება 4 წელიწადში ერთხელ.[1]
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მიზანია გეოგრაფიული კვლევის კოორდინაცია მსოფლიო მასშტაბით, გეოგრაფიული კვლევის შედეგების მოსმენა გეოგრაფიულ კონგრესებსა და რეგიონულ კონფერენციებზე და მათი პუბლიკაცია.[2]
ამჟამად საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი აერთიანებს გეოგრაფებს მსოფლიოს 87 ქვეყნიდან. კონგრესებს შორის მუშაობს 34 კომისია და 4 კვლევითი ჯგუფი, რომლებიც მოიცავენ გეოგრაფიის პრობლემების ფართო სპექტრს.[1]
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის საქმიანობის შედეგები რეგულარულად ქვეყნდება ბიულეტენებში, რომელიც გამოიცემა 2 ენაზე წელიწადში რამდენიმეჯერ და აგრეთვე საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ოფიციალურ საიტზე.[1]
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი 1972-1979 წლებში იყო ქართველი გეოგრაფი თეოფანე დავითაია.[3]
პრეზიდენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| რცხ. | წლები | პრეზიდენტი | ქვეყანა |
|---|---|---|---|
| 1 | 1922 – 1924 | პრინცი ბონაპარტი | |
| 2 | 1924 – 1928 | გენერალი ვაჩელი | |
| 3 | 1928 – 1931 | გენერალი ბურჟუა | |
| 4 | 1931 – 1934 | ისაია ბოუმანი | |
| 5 | 1934 – 1938 | ჩარლზ კლოუზი | |
| 6 | 1938 – 1949 | ემანუელ დე მარტონი | |
| 7 | 1949 – 1952 | ჯორჯ კრესი | |
| 8 | 1952 – 1956 | ლორენს დადლი სტამპი | |
| 9 | 1956 – 1960 | ჰანს ალმანი | |
| 10 | 1960 – 1964 | კარლ ტროლი | |
| 11 | 1964 – 1968 | შიბა ჩატერჯი | |
| 12 | 1968 – 1972 | სტანისლავ ლეშიცკი | |
| 13 | 1972 – 1976 | ჟან დრეში | |
| 14 | 1976 – 1980 | მაიკლ ჯონ უაიზი | |
| 15 | 1980 – 1984 | აკინ მაბოგუნჯე | |
| 16 | 1984 – 1988 | პიტერ სკოტი | |
| 17 | 1988 – 1992 | რონალდ ფუკსი | |
| 18 | 1992 – 1996 | ჰერმან ვერსტაპენი | |
| 19 | 1996 – 2000 | ბრუნო მესერლი | |
| 20 | 2000 – 2004 | ენ ბატიმერი | |
| 21 | 2004 – 2006 | ადალბერტო ვალეგა[4] | |
| 22 | 2008 – 2012 | რონალდ ფრენსის აბლერი | |
| 23 | 2012 – 2016 | ვლადიმერ კოლოსოვი | |
| 24 | 2016 – დღემდე | იუკიო ჰიმიიამა |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-08. ციტირების თარიღი: 2013-01-20.
- ↑ საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
- ↑ International Scientific Conference
- ↑ zmarł na urzędzie 2006-08; wakat do roku 2008
| ||||||||||||||||||||||||||||