ესპანელების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ისინი ტუპაკს ვერაფრით ვერ ითანხმებდნენ მათთან კავშირის დამყარებაზე. ის მაინც განაგრძობდა წინააღმდეგობას. მაგრამ 1560 წელს, იგი დათანხმდა მეგობრულ მიწვევას ლიმაში, მოინათლა ქრისტიანად დიეგოს სახელით და ესპანელთაგან მიიღო სრული პატიება. აქ მან ცოლად შეირთო საკუთარი და. ვილკაბამბაში ის არარასოდეს დაბრუნებულა, 1561 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.
ვილკაბამბაზე კონტროლი მისმა ძმამ, ტიტუ კუსი იუპანკმა აიღო და გაგაგრძო ესპანელთა წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა.