მარიველესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28: ხაზი 28:
|add1=
|add1=
}}
}}
'''მარიველესი''' (ოფიციალურად, '''მარიველესის მუნიციპალიტეტი'''; {lang-tl|Bayan ng Mariveles}}; [[კაპამპანგანური ენა|კაპ]]: ''Balen ning Mariveles'') ― პირველი კლასის [[ფილიპინების მუნიციპალიტეტები|მუნიციპალიტეტი]] [[ბატაანი]]ს [[ფილიპინების პროვიცნიები|პროვინციაში]], [[ფილიპინები|ფილიპინებში]]. [[2020]] წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 149 879 ადამიანს შეადგენს.
'''მარიველესი''' (ოფიციალურად, '''მარიველესის მუნიციპალიტეტი'''; {lang-tl|Bayan ng Mariveles}}; [[კაპამპანგანური ენა|კაპ]]: ''Balen ning Mariveles'') ― პირველი კლასის [[ფილიპინების მუნიციპალიტეტები|მუნიციპალიტეტი]] [[ბატაანი]]ს [[ფილიპინების პროვინციები|პროვინციაში]], [[ფილიპინები|ფილიპინებში]]. [[2020]] წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 149 879 ადამიანს შეადგენს.


==ისტორია==
==ისტორია==
ხაზი 43: ხაზი 43:
ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, მარიველესის საერთო ფართობი 153.9 კმ²-ს შეადგენს, რაც ბატაანის საერთო ფართობის (1 372.98 კმ²) 11.21%-ია.<ref>Province: Bataan". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 12 November 2016.</ref> მუნიციპალიტეტის 69% საძოვრებს უკავია, 19% ― ტყეებს, 6% ― სასოფლო-სამეურნეო მიწებს და დარჩენილი 6% ― საცხოვრებელ და ინდუსტრიული დანიშნულების მიწებს.
ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, მარიველესის საერთო ფართობი 153.9 კმ²-ს შეადგენს, რაც ბატაანის საერთო ფართობის (1 372.98 კმ²) 11.21%-ია.<ref>Province: Bataan". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 12 November 2016.</ref> მუნიციპალიტეტის 69% საძოვრებს უკავია, 19% ― ტყეებს, 6% ― სასოფლო-სამეურნეო მიწებს და დარჩენილი 6% ― საცხოვრებელ და ინდუსტრიული დანიშნულების მიწებს.


მარიველესი 18 [[ბარანგაი]]დ იყოფა.
მარიველესი 18 [[ბარანგაი]]დ იყოფა.<ref>Municipal: Mariveles". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.</ref>


===კლიმატი===
===კლიმატი===
ხაზი 107: ხაზი 107:
| date = 26 April 2020
| date = 26 April 2020
}}
}}
{{clear-left}}


==დემოგრაფია==
==დემოგრაფია==
[[2020]] წლის აღწერით, მარიველესის მოსახლეობა 149 879 ადამიანს უდრის. [[მოსახლეობის სიმჭიდროვე|მოსახლეობის სიმჭიდროვის]] მაჩვენებელი 970 ადამიანი 1 კმ²-ზე. მარიველესის ტერიტორიაზე ძირითადად [[აეტა]]ს თემის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ისინი სამბალურ ენაზე საუბრობენ, რომელსაც მარიველენიოს უწოდებენ.
[[2020]] წლის აღწერით, მარიველესის მოსახლეობა 149 879 ადამიანს უდრის.<ref>Census of Population (2020). "Region III (Central Luzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 8 July 2021.</ref> [[მოსახლეობის სიმჭიდროვე|მოსახლეობის სიმჭიდროვის]] მაჩვენებელი 970 ადამიანი 1 კმ²-ზე. მარიველესის ტერიტორიაზე ძირითადად [[აეტა]]ს თემის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ისინი სამბალურ ენაზე საუბრობენ, რომელსაც მარიველენიოს უწოდებენ.


==მმართველობა==
==ადგილობრივი მმართველობა==
[[ადგილობრივი მმართველობა ფილიპინებში|ფილიპინების ადგილობრივი მმართველობის]] შესაბამისად, მუნიციპალური მთავრობა მუნიციპალურ მერიაშია განთავსებული. [[2021]] წლისთვის მუნიციპალიტეტის მერი ხოსელინ პ. კასტანიედაა, ხოლო ვიცე-მერი ანგელიტო ს. რუბია. წარმომადგენელთა პალატაში მუნიციპალიტეტს ხოსე ენრიკე ს. გარსია III წარადგენს.
[[ადგილობრივი მმართველობა ფილიპინებში|ფილიპინების ადგილობრივი მმართველობის]] შესაბამისად, მუნიციპალური მთავრობა მუნიციპალურ მერიაშია განთავსებული. [[2021]] წლისთვის მუნიციპალიტეტის მერი ხოსელინ პ. კასტანიედაა, ხოლო ვიცე-მერი ანგელიტო ს. რუბია. წარმომადგენელთა პალატაში მუნიციპალიტეტს ხოსე ენრიკე ს. გარსია III წარადგენს.



16:17, 26 ნოემბერი 2021-ის ვერსია

მარიველესი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°26′00″ ჩ. გ. 120°29′00″ ა. გ. / 14.43333° ჩ. გ. 120.48333° ა. გ. / 14.43333; 120.48333
დაარსდა 1754
ფართობი 153.90 კმ²
ცენტრის სიმაღლე 96 მეტრი
მოსახლეობა 149 879 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 47
საფოსტო ინდექსი 2105
ოფიციალური საიტი http://marivelesbataan.gov.ph/
მარიველესი — ფილიპინები
მარიველესი

მარიველესი (ოფიციალურად, მარიველესის მუნიციპალიტეტი; {lang-tl|Bayan ng Mariveles}}; კაპ: Balen ning Mariveles) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი ბატაანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 149 879 ადამიანს შეადგენს.

ისტორია

მარიველესი 1578 წელს ფრანცისკანელმა ბერმა დააარსა. კამაიას სოფელი მარიველესის კორეგიმიენტოს ნაწილი იყო, რომელიც ასევე მოიცავდა ბაგაკს, მორონგს, კორეგიდორსა და მარაგონდონსაც მოიცავდა.

1754 წლის ივლისში მარიველესმა პამპანგისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. XIX საუკუნეში ამერიკელებმა კუნძულზე პირველი საკარანტინო სადგური განათავსეს.

გეოგრაფია

მარიველესი მარიველესის ყურის გასწვრივ მდებარეობს. მარიველესის ყურე დიდი უბეა ბატაანის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთით მანილის ყურე მდებარეობს, ხოლო დასავლეთით ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა. მარიველესის ყურეში აშშ-ის აზიური ფლოტისთვის მარიველესის საზღვაო სამხედრო ბაზა 1941 წლის 22 ივლისს აიგო. 1942 წლის 9 აპრილს ბაზა იაპონიის საიმპერატორო ძალებმა დაიკავეს.

მარიველესი ქვეყნის დედაქალაქიდან 164 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მუნიციპალიტეტის დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით ბაგაკი მდებარეობს, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ― ლიმაი, ხოლო აღმოსავლეთით ― მანილის ყურე.

ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, მარიველესის საერთო ფართობი 153.9 კმ²-ს შეადგენს, რაც ბატაანის საერთო ფართობის (1 372.98 კმ²) 11.21%-ია.[2] მუნიციპალიტეტის 69% საძოვრებს უკავია, 19% ― ტყეებს, 6% ― სასოფლო-სამეურნეო მიწებს და დარჩენილი 6% ― საცხოვრებელ და ინდუსტრიული დანიშნულების მიწებს.

მარიველესი 18 ბარანგაიდ იყოფა.[3]

კლიმატი

ჰავის მონაცემები — მარიველესი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 31 32 34 35 33 31 29 29 29 29 30 31 31
საშუალო დაბალი °C 19 19 20 23 25 25 24 25 25 24 23 20 23
საშუალო ნალექი (მმ) 7 8 14 26 127 210 263 272 218 114 46 21 1 326
წვიმიანი დღეები საშუალოდ 4.0 4.0 6.9 11.2 21.0 24.5 27.4 26.9 25.9 21.9 13.4 6.3 193.4
წყარო: Meteoblue [4]

დემოგრაფია

2020 წლის აღწერით, მარიველესის მოსახლეობა 149 879 ადამიანს უდრის.[5] მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 970 ადამიანი 1 კმ²-ზე. მარიველესის ტერიტორიაზე ძირითადად აეტას თემის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ისინი სამბალურ ენაზე საუბრობენ, რომელსაც მარიველენიოს უწოდებენ.

ადგილობრივი მმართველობა

ფილიპინების ადგილობრივი მმართველობის შესაბამისად, მუნიციპალური მთავრობა მუნიციპალურ მერიაშია განთავსებული. 2021 წლისთვის მუნიციპალიტეტის მერი ხოსელინ პ. კასტანიედაა, ხოლო ვიცე-მერი ანგელიტო ს. რუბია. წარმომადგენელთა პალატაში მუნიციპალიტეტს ხოსე ენრიკე ს. გარსია III წარადგენს.

ტურიზმი

მარიველესის ტურისტული დანიშნულების ადგილებს, ღონისძიებებსა და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: მარიველესის ხუთი თითი ― ხუთი უბე, რომელიც ზემოდან ადამიანის ხუთ თითს წააგავს; ბატაანის თავისუფალი საპორტო სივრცე ― 1700 ჰექტარის ფართობის მქონე თავისუფალი პორტი მარიველესში. იგი ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი თავისუფალი პორტია, რომელიც 10.9 მილიონი კუბური მეტრი ტევადობის კაშხალსაც მოიცავს. კაშხალი ყოველდღიურად 14 მილიონ გალონ წყალს ანაწილებს; მარიველესის გეოთერმული სივრცე ― გეოთერმული ტერიტორია დასავლეთ ლუსონის ვულკანურ თაღში მდებარეობს; მარიველესის მთა ― ჩამქრალი სტრატოვულკანი ბატაანში; მარიველესის ლაზარეთი ― საკარანტინო სადგური, რომელიც 1850-იან წლებში ესპანელებმა ააშენეს მანილაში შემოტანილი ტვირთისა და შემოსულ მგზავრთა შესამოწმებლად. ფილიპინებში ამერიკელთა მმართველობის დამყარების შემდეგ, ამერიკელები პორტებისთვის ამავე სისტემას იყენებდნენ. ძველი ნაგებობების ნაშთების ნახვა მარიველესის საავადმყოფოს შიგნითაა შესაძლებელი; წმინდა ნიკოლას ტოლენტინის ტაძარი ― 1729 წელს აგებული ტაძარი, რომელიც ბალანგის რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიას მიეკუთვნება. წმინდა ნიკოლას ტოლენტინის სამრევლო იმავე წელს დაარსდა. 2020 წლისთვის სამრევლოს მღვდელი რუპერტო კრუს სანტოსია, ბალანგის ეპისკოპოსი.

განათლება

მარიველესის ტერიტორიაზე მდებარეობს: ფილიპინების ბატაანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ― სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1976 წელს დაარსდა. კამპსუი მალაიას ბარანგაიში, ბატაანის თავისუფალი პორტის სივრცეში მდებარეობს; აზიისა და წყნარი ოკეანის საზღაო აკადემია ― მდებარეობს კამაია-პოინტში, ალას-ასინის ბარანგაიში. აკადემიაში საზღვაო ინდუსტრიის კურსები ფუნქციონირებს; ტექნიკური განათლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების სააგენტო ― მარიველესის განყოფილება, მდებარეობს კამაიას ბარანგაიში, რომელშიც ტექნიკური და პროფესიული კურსები ფუნქციონირებს და სხვ.

გალერეა

სქოლიო

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Province: Bataan". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 12 November 2016.
  3. Municipal: Mariveles". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved 8 January 2016.
  4. Mariveles: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 26 April 2020
  5. Census of Population (2020). "Region III (Central Luzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 8 July 2021.

რესურსები ინტერნეტში