თურქული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Sprachfamilien der Welt (non Altai).png|thumb|350px|მოცემული ფერით (<span style="background-color:yellowgreen"> </span>) აღნიშნულია თურქული ენები მსოფლიოს სხვა ენათა ოჯახებისაგან უკეთ გამოსარჩევად]] |
[[ფაილი:Sprachfamilien der Welt (non Altai).png|thumb|350px|მოცემული ფერით (<span style="background-color:yellowgreen"> </span>) აღნიშნულია თურქული ენები მსოფლიოს სხვა ენათა ოჯახებისაგან უკეთ გამოსარჩევად]] |
||
'''თურქული ენები''' — [[ალთაური ენები|ალთაურ ენათა]] ოჯახის |
'''თურქული ენები''' — [[ალთაური ენები|ალთაურ ენათა]] ოჯახის ენათა ჯგუფი. ფართოდაა გავრცელებული [[ევრაზია]]ში და თავისი 40 ერთმანეთთან საკმაოდ ახლო [[ენათა ნათესაობა|მონათესავე ენით]] მოითვლის 150 მლნ. მოლაპარაკეს. გარდა ამისა, 180 მილიონამდე კაცი მეორე [[ენა]]დ მიიჩნევს თურქულ ენებს. |
||
თურქულ ენათა წარმოშობა და დღევანდელი გავრცელების სივრცე არის საუკუნეთა განმავლობაში თურქ [[ხალხი|ხალხთა]] მრავალჯერადი [[ხალხთა დიდი გადასახლება|გადაადგილების]] შედეგი. |
თურქულ ენათა წარმოშობა და დღევანდელი გავრცელების სივრცე არის საუკუნეთა განმავლობაში თურქ [[ხალხი|ხალხთა]] მრავალჯერადი [[ხალხთა დიდი გადასახლება|გადაადგილების]] შედეგი. |
05:47, 7 აგვისტო 2019-ის ვერსია
თურქული ენები — ალთაურ ენათა ოჯახის ენათა ჯგუფი. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში და თავისი 40 ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მონათესავე ენით მოითვლის 150 მლნ. მოლაპარაკეს. გარდა ამისა, 180 მილიონამდე კაცი მეორე ენად მიიჩნევს თურქულ ენებს.
თურქულ ენათა წარმოშობა და დღევანდელი გავრცელების სივრცე არის საუკუნეთა განმავლობაში თურქ ხალხთა მრავალჯერადი გადაადგილების შედეგი.
სავარაუდოდ, თურქულ ენათა ჯგუფი, თავის მხრივ, ალთაურ ენებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ამ ჰიპოთეზას თურქული და ალთაური ენების (ამ ჯგუფში ძირითადად მონღოლური და ტუნგუსური ენები შედიან) ურთიერთნათესაობის შესახებ დღეს უკვე აღარ იზიარებს ბევრი ენათმეცნიერი, თუმცა ის საბოლოოდ მაინც არ უარუყვიათ ერთხმად.
თურქულ ენათა შიდა კლასიფიკაცია
თურქული ენები დაიყოფიან შემდეგ ჯგუფებად;
- სამხრეთ-დასავლური თურქული ანუ ოღუზური ენები;
- ჩრდილოეთ-დასავლური თურქული ანუ ყივჩღური ენები;
- სამხრეთ-აღმოსავლური თურქული ანუ კარლუკური ენები;
- ჩრდილო-აღმოსავლური თურქული ანუ ციმბირული-თურქული ენები;
- უღურული ენები;
- ხალაჯური ენები.
თურქულ ენათა ოჯახი
ალათაურ ენათა სამი დიდი ჯგუფიდან თურქულ ენათა ოჯახი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და 40-მდე ენას მოიცავს. მოლაპარაკეთა რაოდენობის მხრივ 155 მლნ. კაცისთვის ერთ-ერთი თურქული ენა მშობლიურს წარმოადგენს , ხოლო 180 მილიონისთვის – მეორე ენას.
თურქული ენებს რიცხობრივად მე–7 ადგილი უჭირავს ინდოევროპული, ჩინურ-ტიბეტური, ნიგერ-კონგოს, სემიტურ-ქამიტური, ავსტრონეზიული და დრავიდული ენების შემდეგ. თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ზრდის პოტენციალი მიმდინარე XXI საუკუნეში .
თურქულ ენათა უმეტესობა საკმაოდ დიდ მსგავსებას ავლენს ფონოლოგიაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში. ენათა ეს მსგავსება ართულებს ენათა შორის საზღვრების დადგენას, განსაკუთრებით ეს ეხება ერთმანეთის მეზობლად განლაგებულ თურქულენოვან ქვეყნებს, რომელთაც ხშირად სახელმწიფოებს შორის მდებარე ორივე მხარეს გარდამავალ დიალექტებზე მოსაუბრე მოსახლეობა ჰყავს. არადა, განცხადება იმის შესახებ, რომ საზღვრები ამ ხალხებს შორის ხელოვნურადაა გავლებული პოლიტიკურ ჟღერადობას შეიძენდა, რადგან საფუძველში არღვევს თურქულენოვან სახელმწიფოთა შორის ჩამოყალიბებულ თანხმობას.
თურქულ ენათა გეოგრაფიული გავრცელების არეალი
თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს უჭირავთ უზარმაზარი ტერიტორიები აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და დასავლეთ, შუა და ჩრდილოეთ აზიაში. ეს ტერიტორიები გადაჭიმულია ბალკანეთიდან ჩინეთამდე, ცენტრალური სპარსეთიდან ჩრდილოეთის ზღვამდე. ევრაზიის 30 ქვეყანას ჰყავს ერთ-ერთ თურქულ ენაზე (თურქეთის თურქული) მოლაპარაკეთა საკმაოდ დიდი რიცხვი.
მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში თურქულენოვანი მოსახლეობის (იხ. გერმანიის თურქობა) რაოდენობა, რომლის ზრდა მიგრაციის გამო განსაკუთრებით თვალშისაცემია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული.
ისე და ისევ დიდი მსგავსებისა და ინტენსიური ურთიერთგავლენების გამო გართულებულია თურქული ენების შიდა გენეტიკური ნიშნით დაყოფა. დღემდე ყოველი მსგავსი მცდელობა მხოლოდ ახალი საკლასიფიკაციო ჰიპოთეზის შექმნით დასრულებულა.
მნიშვნელოვანი თურქული ენები
რიცხობრივად მნიშვნელოვანი თურქული ენებია:
- თურქული ენა – 60 მლნ., გარდა ამისა, ამ ენას 70 მილიონამდე კაცი მეორე ენად მიიჩნევს : თურქეთი, ბალკანეთის ქვეყნები; დასავლეთ და შუა ევროპა (მიგრაციის შედეგად)
- აზერბაიჯანული ენა (აზერი) – 30 მლნ. ლაპარაკობენ შემდეგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი და ჩრდილოდასავლეთი ორიანი, აღმოსავლეთ თურქეთი
- უზბეკური ენა – 24 მლნ. ლაპარაკობენ შემდეგ ქვეყნებში: უზბეკეთი, ჩრდილოეთ ავღანეთი, ტაჯიკეთი, დასავლეთ ჩინეთი
სხვა თურქული ენები, რომელზე მოლაპარაკეთა რიცხვი 1 მილიონზე მეტს შეადგენს:
- ყაზახური ენა 11 მლნ. ლაპარაკობენ შემდეგ ქვეყნებში: ყაზახეთი, უზბეკეთი, ჩინეთი, რუსეთი
- უიღურული ენა 8 მლნ. ლაპარაკობენ: ძირითადად ჩინეთის პროვინცია სინძიანი
- თურქმენული ენა 6,8 მლნ. ლაპარაკობენ შემდეგ ქვეყნებში: თურქმენეთი, ჩრდილოეთი ირანი
- ყირგიზული ენა 3,7 მლნ. ლაპარაკობენ შემდეგ ქვეყნებში: ყირგიზეთი, ყაზახეთი, ჩინეთის თურქესტანი
- ჩუვაშური ენა 1,8 მლნ. ლაპარაკობენ რუსეთის ევროპულ ნაწილში
- ბაშკირული ენა 2,2 მლნ. ლაპარაკობენ შემდეგ ქვეყნებში: რუსეთის ფედერაცია, ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკა
- თათრული ენა 1,6 მლნ. ლაპარაკობენ: (ეთნიკურად 6,6 მლნ.) ცენტრალური რუსეთიდან დასავლეთ ციმბირამდე
- ყაშხაიური ენა 1,5 მლნ. ლაპარაკობენ: ირანი, ფარსისა და ხუცესტანის პროვინციები