დრავიდული ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დრავიდული ენები
გეოგრაფიული
გავრცელება:
სამხრეთი აზია, მეტწილად სამხრეთი ინდოეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია: მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი ენათა ოჯახი
პროტო-ენა: პროტო-დრავიდული
ქვედანაყოფები:
  • ჩრდილოური
  • ცენტრალური
  • სამხრეთული
ISO 639-2 / 5: dra
ლინგუასფერო: 49= (ფილოზონა)
Glottolog: drav1251[1]
{{{mapalt}}}
დრავიდული ენების ქვეჯგუფების განაწილება:

დრავიდული ენები — ენათა ოჯახი, რომელიც ძირითადად გავრცელებულია ინდოეთის სამხრეთ ნაწილში. სულ მოიცავს 30-ზე მეტ ენას და იყოფა სამ, სამხრეთულ, ცენტრალურ და ჩრდილოურ ჯგუფებად. დღესდღეობით, დრავიდულ ენებზე მოსაუბრეთა რიცხვი 220 მილიონს აღწევს. დრავიდულ ენებზე საუბრობენ დრავიდები.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოარჩევენ 4 ძირითად დრავიდულ ენას. ესენია:

აღნიშნული ენები ინდოეთში ტამილნადუს, კერალას, მაისური და ანდჰრა-პრადეშის შტატების ოფიციალური ენებია. ოთხივე მათგანს გააჩნია გარკვეული ლიტერატურული ტრადიციები, თუმცა მათგან მხოლოდ ტელუგუს ენას აქვს დამწერლობა, რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნეში.

გრამატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფონოლოგიაში გაირჩევა ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე, უხვადაა რეტროფლექსიური თანხმოვნები, არ აღინიშნება ფონემატური მახვილი, სიტყვას თავსა და ბოლოში მოუდის ხმოვნები, იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთი თანხმოვანიც. მორფოლოგიაში სჭარბობს სუფიქსური აგლუტინაცია. მკვიდრი დრავიდული სიტყვების ძირი ერთმარცვლიანია. სახელებში განარჩევენ 2 რიცხვსა და ბრუნვებს. სქესის კატეგორია ლექსიკურ-გრამატიკული ხასიათისაა, განირჩევა თითქმის ყველა დრავიდულ ენაში. ნაცვალსახელი მრავლობითი რიცხვის პირველ პირში განასხვავებს ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორმებს. ზედსართავი სახელი ფორმაუცვლელია. ზმნას აქვს ცალკე ფორმები პოზიტივისა და ნეგატივისათვის, ასევე ნატვრითი, პირობითი და პოტენციალისის კილოთა მწკრივები. ზმნის გვარი არ განირჩევა. ნაზმნარ სახელთა და მიმღეობათა მდიდარ ფორმებს, სქესის, რიცხვისა და ბრუნვის გარდა აქვთ პირის კატეგორია.

ნათესაობა სხვა ენებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრავიდულ ენებში სინტაქსი ტოპოლოგიურად თურქული და მონღოლური ენების მსგავსია. ამავდროულად ზოგიერთი მეცნიერი (რ. კოლდუელი, ჰ. ფენრიხი) შესაძლებლად თვლის დრავიდული ენების იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახთან უძველეს ნათესაობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Caldwell R., A comprative grammar of the Dravidian or South-Indian family of languages, 3ed., L., 1913

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2013) "Dravidian", Glottolog. Leipzig: Max Planck Institute for Evolutionary Anthropology.