ფარსი
იერსახე
ფარსი (ფრანგ. farce < ლათ. farcio — „ვჩურთავ“, „ვტენი“: შუა საუკუნეების მისტერიებში „შეჩურთული“ იყო კომედიური ჩანართები).
- XIV-XVI საუკუნის დასავლეთევროპული ხალხური კომედია, რომელსაც სატირული მიმართულება, რეალისტური კონკრეტულობა, არაიშვიათად უხამსობაც ახასიათებდა. ფარსის თემატიკა ქალაქური ცხოვრებას უკავშირდება. გლეხები და წვრილი აზნაურობა დაცინვის ობიექტად იყო ქცეული. პერსონაჟები ინდივიდუალურ საწყისს მოკლებული ნიღბებია (სულელი ქმარი, ბუზღუნა ცოლი, უჭკუო მსაჯული, თაღლითი ექიმი, პედანტი სწავლული და ა.შ), რაც სოციალური ტიპაჟის ჩამოყალიბების პირველი ცდაა. ფარსი ახალი პიროვნების მსოფლმხედველობას ამკვიდრებდა. ძველი ადათ-წესების დამცველნი გაქილული და დამარცხებული იყვნენ. ფარსი, მართალია დასცინოდა, მაგრამ არ ამხელდა მანკიერებას; იგი მორალურ-დიდაქტიკურ შინაარსს მოკლებული იყო. ანტიკლერიკალური და ანტიკონსერვატორული ბუნების გამო ფარსი იდევნებოდა ეკლესიის მიერ. ფარსი საფუძვლად დაედო commedia dell'arte-ს. ფარსის გამოძახილი ისმის უილიამ შექსპირის კომედიებში, სერვანტესის ინტერმედიებში. XIX-XX საუკუნეებში ფარსის ტრადიცია აღდგენილია ბრეხტის სატირულ პიესებში. ფარსის ბუფონადის ხერხები დღემდე შემორჩენილია საცირკო კლოუნადაში.
- XIX-XX საუკუნეებში ფარსი არის ბურჟუაზიული თეატრის კომედიური ჟანრი, რომელსაც კავშირი აქვს გაწყვეტილი ხალხურ ტრადიციასთან. ასეთი პიესები ხშირად უშინაარსო, უხამსი კომედიებია, სადაც შინაარსს კომიკური ხერხების წყება ცვლის.
ანტიკური პერიოდის წარმომადგენლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტიტუს მაკციუს პლავტუსი (Aulularia)
დიდი ბრიტანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯეფრი ჩოსერი, (კენტერბერიული მოთხრობები, XIV საუკუნე.)
- უილიამ შექსპირი, (შეცდომების კომედია, დაახ. 1592 წ.)
- ჩარლზ დიკენსი, (The Lamplighter, 1879 წ.)
- ოსკარ უაილდი, (სერიოზულობის მნიშვნელოვნება, 1895 წ.)
- ნოელ კაუარდი
- ტორნტონ უაილდერი, (მაჭანკალი, 1954 წ.)
- ტომ სტოპარდი, (On the Razzle, 1981)
საფრანგეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოლიერი, (ტარტიუფი, 1664 და ძუნწი ანუ ტყუილის სკოლა, 1668)
- ოქტავ მირბო, (Farces et moralités, 1904)
რუსეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკოლოზ გოგოლი, (რევიზორი — 1836, 1842)
- ანტონ ჩეხოვი, (საქორწილო შეთავაზება, ალუბლის ბაღი და დათვი)
- მიხეილ ბულგაკოვი, (ოსტატი და მარგარიტა, 1966-1967)
ესპანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიგელ დე სერვანტესი, (დონ კიხოტი, 1605)
ამერიკის შეერთებული შტატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარტო სახლში (1990)
ანიმაციური ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამხრეთის პარკი (1997–დღემდე)
თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევიდ მემეტი, (რომანსი, 2005)
- ორსონ უელსი, (ცხენი ჭამს ქუდს, 1936)
- მარკ ტვენი, (ის მკვდარია?, 1898)