სიმონე პეროტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმონე პეროტა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სიმონე პასქუალე პეროტა
დაბადების
თარიღი
17 სექტემბერი, 1977 (1977-09-17) (46 წლის)
დაბადების
ადგილი
ეშტონ-ანდერ-ლაინი
გაერთიანებული სამეფო
სიმაღლე 1.78 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–1998 რეჯინა 77 (1)
1998–1999 იუვენტუსი 5 (0)
1999–2001 ბარი 56 (1)
2001–2004 კიევო 95 (6)
2004–2013 რომა 246 (36)
სულ 479 (44)
ეროვნული ნაკრები
1998–2000 იტალია 21 წლ. 6 (1)
2004–2005 იტალია 48 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სიმონე პეროტა (იტალ. Simone Perrotta; დ. 17 სექტემბერი, 1977, ეშტონ-ანდერ-ლაინი) — ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, უკანასკნელად თამაშობდა საფეხბურთო კლუბ „რომაში. იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. 2013 წლის 29 ივნისს პეროტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეროტამ თამაში დაიწყო „რეჯინაში“, დებიუტი ჰქონდა 1995 წელს, იტალიის სერია B-ში. 1998 წელს ის გადაიბირა „იუვენტუსმა“. ტურინულ კლბუში ნახევარმცველის პოზიციაზე კონკურენცია უწევდა ისეთ დიდ ფეხბურთელებთან, როგორებიც იყვნენ ანტონიო კონტე, დიდიე დეშამი და ზინედინ ზიდანი. „იუვენტუსის“ შემადგენლობაში მან მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 1999 წელს იჯარის წესით გადავიდა „ბარიში“, სადაც დაჰყო ორი სეზონი. 2001/02 წლების სეზონი გაატარა „კიევოში“.

რომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს „რომამ“ 7,2 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოახერხა პეროტას გუნდში გადმოყვანა.[1] რომას რიგებში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ მარჩელო ლიპიმ ის იტალიის ნაკრებში გამოიძახა და მსოფლიო ჩემპიონტაზე ითამაშა შვიდი მატჩი. მან დედაქალაქურ კლუბთან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2010 წლამდე.[2] 2009 წელს მან კვლავ გაახანგრძილვა კლუბთან კონტრაქტი. 2011 წელს გაფორმებული ახალი კონტრაქტით მისი ანაზღაურება შემცირდა.[3]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეროტამ იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 2002 წელს. ითამაშა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გაიტანა გოლი ბულგარეთის ნაკრების კარში. პეროტამ ასევე მიიღო მონაწილეობა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც შვიდივე მატჩში ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ACQUISTO DEL DIRITTO ALLE PRESTAZIONI SPORTIVE DI SIMONE PERROTTA“ (PDF). AS Roma (Italian). 3 August 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 10 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 27 March 2011.
  2. „PROLUNGATO IL CONTRATTO SINO AL 30 GIUGNO 2010“ (PDF). AS Roma (Italian). 11 September 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 10 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 19 June 2011.
  3. „PROLUNGATO IL CONTRATTO SINO AL 30 GIUGNO 2010“ (PDF). AS Roma (Italian). 11 September 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF (10.29 KB)) — 10 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 19 June 2011.