მანუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანუსი
მშობ. სახელი: ინგლ. Manus Island

კუნძული მანუსი
გეოგრაფია
მანუსი — პაპუა-ახალი გვინეა
მანუსი
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 2°05′00″ ს. გ. 147°00′00″ ა. გ. / 2.08333° ს. გ. 147.00000° ა. გ. / -2.08333; 147.00000
ფართობი 1940,2 კმ²
სიგრძე 103 კმ
სიგანე 28 კმ
სანაპიროს სიგრძე 361,3 კმ
უმაღლესი წერტილი 718 მ
მთა დრემსელი
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი აილენდსი
პროვინცია მანუსი
დემოგრაფია
მოსახლეობა 32 713 (2000)
სიმჭიდროვე 16,861 ად. /კმ²

მანუსის კუნძული (ინგლ. Manus Island) — კუნძული მანუსის პროვინციაში, ჩრდილოეთ პაპუა-ახალ გვინეაში. წარმოადგენს საადმირალოს კუნძულების უდიდეს კუნძულს. საერთო ფართობი შეადგენს 1940,2 კმ²-ს. [1], სანაპირო ზოლის სიგრძეა 361,3 კმ. სიდიდით მეხუთე კუნძულია პაპუა-ახალ გვინეაში. 2000 წლის აღწერის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა 32 713 კაცს შეადგენდა. სიმჭიდროვე — 16,861 კაცი/კმ². ადმინისტრაციულად ეკუთვნის აილენდსის რეგიონის მანუსის პროვინციას. ლორენგაუ, რომელიც წარმოადგენს მანუსის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს, მდებარეობს სწორედ მანუსის კუნძულზე.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული შედის საადმირალოს კუნძულების შემადგენლობაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება წყნარი ოკეანე. ხოლო სამხრეთიდან ბისმარკის ზღვა. კუნძული მდებარეობს 274 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ ახალი გვინეიდან და 285 კმ-ში დასავლეთით კუნძულ ახალი ჰანოვერიდან[2]. უშუალო სიახლოვეს მდებარეობენ კუნძულები ლოს-ნეგროსი და ტონგი (აღმოსავლეთით), ლოუ და ბალუანი (სამხრეთ-აღმოსავლეთით) და მრავალრიცხოვანი რიფები და მომცრო ქვიშოვანი კუნძულები. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია მდებარეობს დაახლოებით 1050 კმ-ში. კუნძულის სიგრძე დასავლეთი-აღმოსავლეთის მიმართულებაზე შეადგენს 103 კმ-ს, მაქსიმალური სიგანე — 28 კმ-ს, ფართობი — 1940,2 კმ². კუნძული თავისი სიდიდით მეხუთე (ახალი გვინეის, ახალი ბრიტანეთის, ახალი ირლანდიის და ბუგენვილის შემდეგ) კუნძულია პაპუა-ახალ გვინეაში[2]. კუნძულის შიდა ნაწილი მთიანია, დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით. ყველაზე მაღალი წერტილია — მთა დრემსელი, სიმაღლით 718 მეტრი. კუნძულის დიდი ნაწილი გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით (გასასვლელები მხოლოდ სამხრეთიდანაა).

გეოლოგიური თვალსაზრისით მანუსის კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა. მის ქვეშ მიწის ქერქის სისქე შეადგენს 25 კმ-ს. კუნძული სავარაუდოდ წარმოიშვა მიოცენის პერიოდში, 8 — 10 მილიონი წლის წინ. ვულკანური აქტივობა შენარჩუნებულია კუნძულის შორიახლოს სენტ-ენდრიუს ყურეში (ვულკანები ბალუანი და ტალუმანი[3][4], ბოლო ამოფრქვევა მოხდა 1957 წელს).

კუნძულის კლიმატი სუბეკვატორულია[5]. თვის საშუალო ტემპერატურაა 22 — 32 °С[6]. კუნძულის ფლორა და ფაუნა საკმაოდ სხვადასხვანაირია. არსებობს რამდენიმე ენდემური სახეობა, კერძოდ ზურმუხტოვანი მწვანე მოლუსკი და ნიჟარა, რომელიც იყიდება როგორც ძვირფასეულობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავარაუდოდ კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი ზღვაოსანი ალვარო დე საავედრა, რომელმაც იგი აღმოაჩინა 1528 წელს.[7] 1616 წელს მანუსის კუნძულის გვერდით გაცურეს ნიდერლანდელმა მოგზაურებმა ვილემ სხაუტენმა და იაკობ ლემერმა.[8] შემდგომში 1875 წლამდე კუნძულს ევროპელები არ სტუმრობდნენ. 1912 წელს დაარსდა გერმანული კოლონია ლორენგაუ, 1914 წელს კუნძული გადავიდა ავსტრალიის იურისდიქციის ქვეშ[9]. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, იაპონიამ კუნძულებზე განათავსა სამხედრო ბაზა. 1944 წლის თებერვალ-მარტში ის ამერიკულმა ძალებმა გაანადგურეს[10]. შემდეგ სიადლერის უბეში აშენდა ამერიკული სამხედრო ბაზა[11]. მაგრამ, ჯერ კიდევ 1950-51 წლებში ავსტრალიის მთავრობა აწარმოებდა კუნძულის გასუფთავებას იაპონური კრიმინალური ელემენტებისგან.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულზე ცხოვრობდა 32 713 ადამიანი 127 დასახლებულ პუნქტში[12]. კუნძულის მთავარი ქალაქია ლორენგაუ, 5829 მოსახლით.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. უმეტესად აწარმოებენ კოპრას, კაკაოს, ყავას და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს, რომელთა დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. United Nations Environment Program, "Islands by land area: Manus დაარქივებული 2012-07-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links,"islands.unep.ch (1988).
  2. 2.0 2.1 Manus. www.oceandots.com. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
  3. Baluan Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
  4. Tuluman Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
  5. Islands of Papua New Guinea. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
  6. The Beautiful West Coast of Manus - travel-distinations profile. ManusIsland.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
  7. Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xiv, ISBN 0810853957.
  8. 8.0 8.1 Manus Island. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
  9. Manus Island. A&E Television Networks. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
  10. Video: Americans Win New Airbases In South Pacific Etc. (1944). Universal Newsreel. http://www.archive.org/details/gov.archives.arc.39003.
  11. Manus Island. pacificwrecks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.
  12. Admirality Islands (Manus Island). pacificislandtravel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2010.