კულტურული ნაციონალიზმი —არის ნაციონალიზმის ფორმა, რომელშიც ერი განისაზღვრება საერთო კულტურით. კულტურული ნაციონალიზმი საშუალო პოზიციას იკავებს ეთნიკურ და სამოქალაქო ნაციონალიზმს შორის; ეროვნული იდენტობა განიხილება, როგორც ჩამოყალიბებული საერთო კულტურული ტრადიციების საფუძველზე, ვიდრე საერთო წარმომავლობის ან ეთნიკურობის[1]. ამრიგად, კულტურული ნაციონალიზმის მიხედვით, სხვა წარმოშობის ინდივიდები შეიძლება გახდნენ ერის ნაწილი კულტურული ასიმილაციის გზით. შესაბამისად, კულტურული ნაციონალიზმის მიხედვით, ეროვნება არ განისაზღვრება მოქალაქეობით, როგორც სამოქალაქო ნაციონალიზმში და არც მხოლოდ წარმომავლობით, როგორც ეთნიკურ ნაციონალიზმში.
↑Nielsen, Kai. (1999). Cultural nationalism, neither ethnic nor civic. In R. Beiner (Ed.), Theorizing nationalism (pp. 119-130). Albany: State University of New York Press.