იალნოს ქედი
იალნოს ქედი | |
---|---|
იალნოს ქედი და მარტყოფის მონასტერი | |
კოორდინატები: 41°51′19″ ჩ. გ. 44°59′25″ ა. გ. / 41.855500° ჩ. გ. 44.990389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქვემო ქართლის მხარე, კახეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | იალნო |
სიმაღლე | 1874 მ |
სიგრძე | 18 კმ |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, ქვიშაქვა, თიხა |
სურათები ვიკისაწყობში |
იალნოს ქედი — ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის და კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედია გარე კახეთში და საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელებაა. იგივე ძვ. „აკრიანის მთები“ (ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „იალონი“). სიგრძე 18 კმ. უმაღლესი პუნქტი მთა იალნო (1874 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზატკეცილით. წარმოადგენს წყალგამყოფს, ერთი მხრივ, მდინარეების თეზმისა (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანის (ივრის მარჯვენა შენაკადი) და მეორე მხრივ მდინარეების ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისხევისას. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარითა და წიფლნარით.
თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 163.