იალნოს ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იალნოს ქედი
იალნოს ქედი და მარტყოფის მონასტერი
იალნოს ქედი და მარტყოფის მონასტერი
კოორდინატები: 41°50′41″ ჩ. გ. 45°04′38″ ა. გ. / 41.8448889° ჩ. გ. 45.0774417° ა. გ. / 41.8448889; 45.0774417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უმაღლესი წერტილი იალნო
სიმაღლე 1874 
სიგრძე 18 კმ
იალნოს ქედი — საქართველო
იალნოს ქედი

იალნოს ქედიკავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. იგივე ძვ. „აკრიანის მთები“ (ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „იალონი“). სიგრძე 18 კმ. უმაღლესი პუნქტი მთა იალნო (1874 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზატკეცილით. წარმოადგენს წყალგამყოფს, ერთი მხრივ, მდინარეების თეზმისა (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანის (ივრის მარჯვენა შენაკადი) და, მეორე მხრივ მდინარეების ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისხევისას. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარითა და წიფლნარით.

თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: