მუხნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „მუხნარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მუხნარი (მრავალმნიშვნელოვანი).

მუხნარიმუხის ზაფხულმწვანე ფართოფოთლოვანი ტყე ძირითადად ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილ სსრკ-ში მუხნარი გავრცელებულია ევროპის ტერიტორიის შუა და სამხრეთ ნაწილში, კავკასიასა და შორეულ აღმოსავლეთში. უკავია 9 მლნ. ჰა ანუ ტყის 1,3%. ევროპის ნაწილში მუხნარს ქმნის მხოლოდ გრძელყუნწა და კლდის მუხა, რომელთაც სამხრეთით ერევა შებუსვილი მუხა.

საქართველოში მუხნარს უკავია ტყით ფადარული ფართობის 10,1%. მთის მუხნარს ქმნის ქართული, აღმოსავლური, ჰართვისისა და სხვა მუხა. დაბლობებზე — გრძელყუნწა და იმერული მუხა. ქართული მუხის ფორმაცია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული; ტყის მასივებს ქმნის ზღვის დონიდან 1800 მ-მდე (სვანეთი). უფრო ხშირად სამხრეთ ექსპოზოციის განათებულ ფერდობებზე. საქართველოში მუხნარს ხშირად ერევა ჯაგრცხილა, რცხილა, წაბლი, ცაცხვი, იფანი, ფიჭვი, უფრო ხშირად — ნაძვი, სოჭი, წიფელი და არყი; გვხვდება წმინდა მუხნარიც.

მუხნარს აქვს უდიდესი ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი მნიშვნელობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]