შინაარსზე გადასვლა

ვიქტორ რამაჰატრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ რამაჰატრა
Victor Ramahatra
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 თებერვალი, 1988 – 8 აგვისტო, 1991
პრეზიდენტი  დიდიე რაცირაკა
წინამორბედიდეზირე რაკუტუარიძაუნა
მემკვიდრეგი ვილი რაზანამასი

დაბადებული6 სექტემბერი, 1945 (1945-09-06) (79 წლის)

ვიქტორ რამაჰატრა (დ. 6 სექტემბერი, 1945) — მადაგასკარის ყოფილი პოლიტიკოსი. დაიბადა ანტანანარივუში.[1] პრეზიდენტ დიდიე რაცირაკას პირველი ვადით მმართველობისას იყო მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 1988 წლის 12 თებერვლიდან 1991 წლის 8 აგვისტომდე.[2] პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მან დეზირე რაკუტუარიძაუნა შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეკავა. 1997 წელს რაცირაკას მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რამაჰატრა გახდა მისი სპეციალური სამხედრო მრჩეველი. 2002 წლის ივნისში ბრალად დასდეს სამშობლოს ღალატი და პრეზიდენტ მარკ რავალომანანას წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა და დააპატიმრეს.[3] იგი გაათავისუფლეს 2002 წლის ოქტომბერში.[4][5]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დეზირე რაკუტუარიძაუნა
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი
12 თებერვალი, 19888 აგვისტო, 1991
შემდეგი:
გი ვილი რაზანამასი