ალბერ კამილ ვიტალი
იერსახე
| ალბერ კამილ ვიტალი | |
ალბერ კამილ ვიტალი | |
| მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 20 დეკემბერი, 2009 – 2 ნოემბერი, 2011 | |
| პრეზიდენტი | ანდრი რაძოელინა |
| წინამორბედი | სესილ მანოროჰანტა (მოვალეობის შემსრულებელი) |
| მემკვიდრე | ჟან ომერ ბერიზიკი |
| დაბადებული | 18 ივლისი, 1952 (63 წლის) ტულიარა, მადაგასკარი |
| განათლება | სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლა |
ალბერ კამილ ვიტალი (მალაგ. Albert Camille Vital; დ. 18 ივლისი, 1952) — მადაგასკარის არმიის ოფიცერი, ბრიგადის გენერალი, პოლიტიკოსი და სამოქალაქო ინჟინერი. მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 2009 წლის 20 დეკემბრიდან 2011 წლის 2 ნოემბრამდე. ჟენევაში მადაგასკარის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში 2012 წლიდან.
2009 წლის 20 დეკემბერს ვიტალი დასახელდა პრემიერ-მინსტრად პრეზიდენტ ანდრი რაძოელინას მიერ. მან ამ პოსტზე ეჟენ რეჟი მალაგაზა შეცვალა,[1] ხოლო მის შემდეგ თანამდებობა ჟან ომერ ბერიზიკმა დაიკავა 2011 წლის 28 ოქტომბერს.[2]
პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ვიტალი დაინიშნა ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მუდმივ წარმომადგენლად. მან მუდმივი წარმომადგენლის რწმუნების სიგელები 2012 წლის აგვისტოში წარმოადგინა.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Madagascar leader abandons deal“. BBC News. 21 December 2009.
- ↑ Razafison, Rivonala (29 October 2011). „Madagascar: Rajoelina appoints a 'consensus' prime minister“. Africa Review. National Media Group, Kenya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2011-10-29.
- ↑ "Office des Nations Unies à Genève: Camille Vital a présenté, hier ses lettres de créance" დაარქივებული 2013-01-27 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, La Gazette de la Grande Ile, 18 August 2012 (ფრანგული).
| პოლიტიკური თანამდებობები | ||
|---|---|---|
| წინამორბედი: სესილ მანოროჰანტა |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 20 დეკემბერი, 2009 – 2 ნოემბერი, 2011 |
შემდეგი: ჟან ომერ ბერიზიკი |