ჟან ომერ ბერიზიკი
იერსახე
| ჟან ომერ ბერიზიკი | |
| მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2 ნოემბერი, 2011 – 16 აპრილი, 2014 | |
| პრეზიდენტი | ანდრი რაძოელინა ერი რაძაუნარიმამპიანინა |
| წინამორბედი | ალბერ კამილ ვიტალი |
| მემკვიდრე | კოლო როჟე |
| დაბადებული | 9 სექტემბერი, 1950 (64 წლის) ანცირაბე ნორდი, მადაგასკარი |
ჟან ომერ ბერიზიკი (მალაგ. Omer Beriziky; დ. 9 სექტემბერი, 1950[1]) — მადაგასკარელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ანდრი რაძოელინასთან კონსესუსის შედეგად ჩამოყალიბებულ მთავრობაში 2011 წლის 2 ნოემბრიდან[1][2][3] 2014 წლის 16 აპრილამდე.
ბერიზიკი, რომელიც ჩრდილოეთ მადაგასკარიდანაა,[3] ისტორიის პროფესორად მუშაობდა. 1995 წლიდან 2006 წლამდე ბრიუსელში იყო მადაგასკარის ელჩი ბელგიასა და ევროკავშირში. ბერიზიკი მადაგასკარის პრემიერ-მინისტრად 2011 წლის 28 ოქტომბერს დაინიშნა ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტ ზაფის წინადადებით.[2] იგი მოვალეობის შესრულებას იმავე წლის 2 ნოემბრიდან შეუდგა.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- 1 2 "Omer Beriziky, le Premier Ministre de consensus de la Transition" დაარქივებული 2011-10-31 საიტზე Wayback Machine. , Tana News, 29 October 2011 (ფრანგული).
- 1 2 Razafison, Rivonala (29 October 2011). „Madagascar: Rajoelina appoints a 'consensus' prime minister“. Africa Review. National Media Group, Kenya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2011-10-29.
- 1 2 „Madagascar names new prime minister“. New Zealand Herald. 29 October 2011. ციტირების თარიღი: 2011-10-29.
- ↑ "New Madagascar prime minister takes office" დაარქივებული 2012-09-09 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, AFP, 2 November 2011.