ემანუელ რაკუტუვაჰინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემანუელ რაკუტუვაჰინი
მალაგ. Emmanuel Rakotovahiny
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ოქტომბერი, 1995 – 28 მაისი, 1996
პრეზიდენტი  ალბერტ ზაფი
წინამორბედიფრანცისკ რავუნი
მემკვიდრენორბერტ რაცირაონანა

დაბადებული1938

ემანუელ რაკუტუვაჰინი (მალაგ. Emmanuel Rakotovahiny; დ. 1938) — მადაგასკარელი პოლიტიკოსი, მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 1995 წლის 30 ოქტომბრიდან 1996 წლის 28 მაისამდე.

პოლიტიკური კრიზისისა და მადაგასკარის მესამე რესპუბლიკის გამოცხადების კონტექსტში, 1995 წლის 30 ოქტომბერს რაკუტუვაჰინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა იმ იმედით, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დაპირისპირება დასრულდებოდა, თუმცა მან საპარლამენტო რიგებში წესრიგის დამყარება ვერ შეძლო, ამიტომ 1996 წლის 17 მაისს ეროვნულმა ასამბლეამ 109 ხმით 15-ის წინააღმდეგ მას უნდობლობა გამოუცხადა.[1]

როგორც პრეზიდენტ ალბერტ ზაფის ახლო მოკავშირე და პარტია „დემოკრატიისა და განვითარების ეროვნული კავშირის“ პრეზიდენტი, 2009 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა მადაგასკარის ვიცე-პრეზიდენტად, რაც 2009 წლის პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ისახავდა მიზნად.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ფრანცისკ რავუნი
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი
30 ოქტომბერი, 199528 მაისი, 1996
შემდეგი:
ნორბერტ რაცირაონანა