სესილ მანოროჰანტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესილ მანოროჰანტა
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 დეკემბერი, 2009 – 20 დეკემბერი, 2009
პრეზიდენტი  ანდრი რაძოელინა
წინამორბედიეჟენ რეჟი მანგალაზა
მემკვიდრეალბერ კამილ ვიტალი

სესილ მანოროჰანტა (ფრანგ. Cécile Marie Ange Dominique Manorohanta) — მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 2009 წლის 18-დან 20 დეკემბრამდე.

დაიბადა ფრანგი ოფიცერისა და ადგილობრივი დიასახლისის ოჯახში. დაამთავრა ანცირანანის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მონრეალის უნივერსიტეტში. 2002-2007 წლებში იყო ანცირანანის უნივერსიტეტის რექტორი. 2007 წელს იყო მადაგასკარის განათლების მინისტრის მოადგილე. 2007 წლის 27 ოქტომბერს დაინიშნა მადაგასკარის თავდაცვის მინისტრად და გახდა ქვეყნის პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი. თანამდებობა დატოვა 2009 წლის 9 თებერვალს[1].

2009 წლის 22 ოქტომბრიდან ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას პრემიერ ეჟენ რეჟი მანგალაზას ავადმყოფობისა და საზღვარგარეთ ყოფნის გამო. 18 დეკემბერს რაძოელინამ ოფიციალურად დანიშნა სესილ მანოროჰანტა პრემიერ-მინისტრად. 20 დეკემბერს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა და პრემიერის თანამდებობა დაიკავა ალბერ კამილ ვიტალიმ[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]