დიდიე რაცირაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდიე რაცირაკა
დიდიე რაცირაკა
დიდიე რაცირაკა (ცენტრში)
მადაგასკარის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 თებერვალი, 1997 – 5 ივლისი, 2002
წინამორბედინორბერტ რაცირაონანა
მემკვიდრემარკ რავალომანანა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივნისი, 1975 – 27 მარტი, 1993
წინამორბედიჟილ ანდრიამააცო
მემკვიდრეალბერტ ზაფი

დაბადებული4 ნოემბერი, 1936
ბატუმანდრი, მადაგასკარი
ეროვნებამალაგასიელი

დიდიე რაცირაკა (ფრანგ. Didier Ratsiraka; დ. 4 ნოემბერი, 1936, ბატუმანდრი, მადაგასკარი) - მადაგასკარის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1975-1993 და 1997-2002 წწ. გაბრიელ რამანანცუას პრეზიდენტობის პერიოდში, 1972-1975 წლებში, ეკავა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მჭიდრო კავშირები დაამყარა სსრკ-სთან. დააარსა პარტია მალაგასიის რევოლუციის ავანგარდი და დაამყარა ერთპარტიული მმართველობა.

საბჭოთა კავშირის დაშლამ და საბჭოური დახმარების შეწყვეტამ ქვეყანაში კრიზისი გამოიწვია, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. რაცირაკა იძულებული გახდა 1992 წლის ნოემბერში ჩაეტარებინა მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები. მეორე ტური გაიმართა 1993 წლის თებერვალში, რომელშიც სოლიდური უპირატესობით დამარცხდა ალბერტ ზაფისთან (ზაფიმ მიიღო ხმების 66,74 %, ხოლო რაცირაკამ - 33,26 %)[1]. ამის შემდეგ გაემგზავრა საფრანგეთში. სამშობლოში დაბრუნდა 1996 წელს და მონაწილეობა მიიღო მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, ამჯერად არჩევნების მეორე ტურში ალბერტ ზაფისთან მიაღწია მცირედ უპირატესობას (50,71 % და 49,29 %)[2] და დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა. მისმა კონკურენტებმა ამაოდ სცადეს მისი იმპიჩმენტი 1998 წელს.

2001 წელს დიდიე რაცირაკას ავტორიტეტი კვლავ დაეცა. მან წააგო საპრეზიდენტო არჩევნები მარკ რავალომანანასთან[3], მაგრამ მისი მომხრეები კიდევ რამდენიმე თვე აწარმოებდნენ შეიარარებულ ბრძოლას ხელისუფლების შენარჩუნებისათვის. 2003 წელს გაიქცა საფრანგეთში და დაუსწრებლად გაასამართლეს სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვისათვის.

მისი ძმისშვილი როლან რაცირაკა ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკაში, იყო ქალაქ ტუამასინის მერი და მონაწილეობდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიიღო ხმების 10,14 % და დაიკავა მესამე ადგილი[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]