რაინილაიარივონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაინილაიარივონი
რაინილაიარივონი
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1864 – 1895
წინამორბედირაინივუნინაჰიტრინიუნი
მემკვიდრერაინიციმბაზაფი

დაბადებული30 იანვარი, 1828
ლაფი, მადაგასკარი
გარდაცვლილი17 ივლისი, 1896 (68 წლის)
ალჟირი, ფრანგული ალჟირი
მეუღლერასოანალინა
რასუხერინა
რანავალუნა II
რანავალუნა III

რაინილაიარივონი (დ. 30 იანვარი, 1828 — გ. 17 ივლისი, 1896) — მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 1864–1895 წლებში, თანამდებობაზე შეცვალა მისი უფროსი ძმა, რაინივუნინაჰიტრინიუნი, რომელიც ამ პოსტს ცამეტი წლის განმავლობაში იკავებდა. მისი კარიერა მამის, რაინიჰაროს, ცნობილი სამხედრო მოღვაწის ცხოვრებას ირეკლავდა, რომელიც დედოფალ რანავალუნა I-ის მმართველობისას პრემიერ-მინისტრი გახდა. მიუხედავად ბავშვობისას მის ოჯახში აღნიშნული უბედურებისა, რაინილაიარივონმა, როგორც ახალგაზრდა კაცმა განიმტკიცა ავტორიტეტი და მოიპოვა ნდობა სამეფო კარისა, რომელსაც მამასა და ძმასთან ერთად ემსახურებოდა. მისთვის წარმატებული აღმოჩნდა სამხედრო კარიერა, სადაც დედოფალ რანავალუნას სიკვდილის შემდეგ (1861) არმიის მთავარსარდლობამდეც კი დააწინაურეს. 1864 წელს დაიკავა ძმის ადგილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და ძალაუფლების შენარჩუნება 31 წლის განმავლობაში შეძლო, რასაც ზედიზედ სამ დედოფალზე: რასუხერინაზე, რანავალუნა II-სა და რანავალუნა III-ზე ქორწინებით მიაღწია.

როგორც პრემიერ-მინისტრი, რაინილაიარივონი აქტიურად ცდილობდა ქვეყნის ადმინისტრაციის მოდერნიზებას, რათა მადაგასკარს სათანადო წინააღმდეგობა გაეწია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის კოლონიური იმპერიებისათვის. მოახდინა არმიის მოდერნიზება და პროფესიონალიზება. თანდათანობით ზღუდავდა ისეთ ტრადიციულ ნორმებს, როგორებიც იყო მონობა, მრავალცოლიანობა და ცოლების ცალმხრივი უარყოფა. დედოფალ რანავალუნა II-ის მმართველობისას კანონმდებლობით გააქრისტიანა სამეფო. დიპლომატიური ნიჭისა და სამხედრო გამჭრიახობის წყალობით წარმატებით ახერხებდა სამეფოს სუვერენიტეტის დაცვას ფრანგების მიერ 1895 წლის სექტემბერში სამეფო სასახლის აღებამდე. მიუხედავად მისდამი პატივისცემისა, ფრანგულმა კოლონიურმა მმართველობამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა და ალჟირში გადაასახლა, სადაც წელიწადზე ნაკლებ დროში გარდაიცვალა კიდეც 1896 წლის 17 ივლისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: