შარლ რაბემანანძარა
შარლ რაბემანანძარა მალაგ. Charles Rabemananjara | |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 2007 – 17 მარტი, 2009 | |
პრეზიდენტი | მარკ რავალომანანა |
წინამორბედი | ჟან-ჟაკ რასულუნდრაიბე |
მემკვიდრე | მონძა რუანდეფუ ზაფიციმივალუ |
დაბადებული | 9 ივნისი, 1947 (67 წლის) |
შარლ რაბემანანძარა (მალაგ. Charles Rabemananjara; დ. 9 ივნისი, 1947;[1] ანტანანარივუ) — მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 2007-2009 წლებში. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2007 წლის 20 იანვარს პრეზიდენტ მარკ რავალომანანას მეორე ვადით მმართველობის დასაწყისში.[2] რავალომანანას პირველი ვადით მმართველობისას რაბემანანძარა იყო პრეზიდენტის სამხედრო კაბინეტის ხელმძღვანელი 2004 წელს,[3] მოგვიანებით კი, 2005 წლის 28 ნოემბერს, დასახელდა შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციული რეფორმის მინისტრად.[1][4] პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, რაბემანანძარამ შეინარჩუნა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ახალ მთავრობაში, რომელიც 2007 წლის 25 იანვარს ჩამოყალიბდა.[5]
2007 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმავე წლის 27 ოქტომბერს რაბემანანძარამ ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა, რომელშიც შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა თანამდებობები.[6]
რაბემანანძარა რავალომანანას მსგავსად იმერინელია.[1][3] იგი, აგრეთვე, არის მადაგასკარის არმიის გენერალი.[1][2][3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 "Le général Charles Rabemananjara, Premier ministre; La surprise continue", Madagascar Tribune, N° 5466, January 22, 2007 (ფრანგული).
- ↑ 2.0 2.1 "Madagascar President Appoints New Prime Minister", VOA News, January 20, 2007.
- ↑ 3.0 3.1 3.2 "Charles Rabemananjara, ou la fin d’une tradition" დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. , Jeuneafrique.com, January 28, 2007 (ფრანგული).
- ↑ "Malagasy president appoints new interior minister", Television Nationale Malagasy, Antananarivo (nl.newsbank.com), November 28, 2005.
- ↑ "Gouvernement de Charles Rabemananjara; Onze nouveaux et dix reconduits", Madagascar Tribune, N° 5470, January 26, 2007 (ფრანგული).
- ↑ "Remaniement ministeriel a Madagascar" დაარქივებული 2008-06-25 საიტზე Wayback Machine. , Xinhua (Sobika.com), October 27, 2007 (ფრანგული).
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ჟან-ჟაკ რასულუნდრაიბე |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 20 იანვარი, 2007 – 17 მარტი, 2009 |
შემდეგი: მონძა რუანდეფუ ზაფიციმივალუ |