მარკ რავალომანანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარკ რავალომანანა
მარკ რავალომანანა
მადაგასკარის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 მაისი, 2002 – 17 მარტი, 2009
წინამორბედიდიდიე რაცირაკა
მემკვიდრეანდრი რაძოელინა

დაბადებული12 დეკემბერი, 1949
იმერინკასინინა, მადაგასკარი

მარკ რავალომანანა (მალაგ. Marc Ravalomanana; დ. 12 დეკემბერი, 1949, იმერინკასინინა, მადაგასკარი) — მადაგასკარელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მადაგასკარის პრეზიდენტი 2002-2009 წლებში. 1999-2002 წლებში იყო დედაქალაქის მერი.

2001 წლის ბოლოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაიკავა პირველი ადგილი, მიიღო ხმების 46 %, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა დიდიე რაცირაკამ მხოლოდ 40 %. დაინიშნა მეორე ტური, თუმცა რავალომანანამ განაცხადა, რომ ხმების დათვლა ჩატარდა დარღვევებით და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. რამდენიმე თვე გრძელდებოდა ბრძოლა რავალომანანასა და რაცირაკას მომხრეებს შორის. 2002 წლის 29 აპრილს უზენაესმა სასამართლომ რავალომანანა პრეზიდენტად გამოაცხადა და განმეორებით 2002 წლის 6 მაისს პრეზიდენტის ფიცი დადო. 5 ივლისს რაცირაკა ქვეყნიდან გაიქცა და კამათი ხელისუფლებისათვის დასრულდა.

2009 წელს მისი ხელისუფლება დაამხო ოპოზიციის ხელმძღვანელმა ანდრი რაძოელინამ, რომლის მხარეზე აღმოჩნდა არმიაც[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]