ეკი
სოფელი | |
---|---|
ეკი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სენაკის მუნიციპალიტეტი |
თემი | ეკი |
კოორდინატები | 42°20′35″ ჩ. გ. 42°05′58″ ა. გ. / 42.34306° ჩ. გ. 42.09944° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნის 20–იანი წლები |
ცენტრის სიმაღლე | 45 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 42[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 4110[2] |
ეკი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ეკი, საადამიო, საცხვიტაო, შრომისკარი).
მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდინარე ცივის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა სანაპიროზე, ჩხოროწყუ–სენაკის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 50 მ-ზე, სენაკიდან 18 კმ-ის დაშორებით. სოფელში და მის მიდამოებში არის რამდენიმე ისტორიული ძეგლი და თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის 20–იანი წლებიდან. ეკის სამხრეთ–აღმოსავლეთით მთაზე, იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო ანსამბლია, რომელიც მაღალი გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული (შემორჩენილია დასავლეთ მხარე). შუაში აღმართულია ეკლესია (IX-X სს), შიგნით ფრესკების ფრაგმენტებია, ჩრდილოეთით ორსართულიანი სამრეკლო (XIII-XIV სს) და პალატი. სოფლის აღმოსავლეთით კარგად გათლილი ქვის კვადრებით ნაგები და ორნამენტებით შემკული ეკლესია დგას. მას ორიგინალური ქვისებრი გეგმა და წახნაგოვანი აფსიდა აქვს (ვარაუდით XIII ს II ნახევრის).
მდინარე ცივის მიდამოებში, მთაზე, შუა საუკუნეების ციხის ნანგრევებია. ციხე შედგებოდა გალავნისა და ერთი კოშკისაგან, რომელთაგანაც ნაწილობრივ სამი სართულიღაა დარჩენილი. გალავანს გარს უვლიდა ღრმა და განიერი თხრილი. 1971 წელს აღმოჩენილია ვერცხლის მონეტები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 42 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 127 | 59 | 68 |
2014[1] | 42 | 23 | 19 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადამია ი., ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრება, «ძეგლის მეგობარი», 1980, №55; 1981, №57.
- ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ფოსტა — 1805.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|