ეკის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში. წარმოადგენს საშუალო და დიდი ზომის კვადრებით ნაგებ ტაძარს, კარგად გათლილი კვადრები ერთმანეთთან დაკავშირებულია კირის დუღაბით. ტაძარს აქვს სამხ. და ჩრდ. მინაშენები. დასავლეთით აქვს თაღოვანი გალერეა. შესასვლელი ღიობი გაჭრილია სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. აღმოსავლეთ აფსიდა არის წახნაგოვანი. ტაძრის ინტერიერი და ექსტერიერი ჩუქურთმებითაა შემკული. 2015-2016 წლებში ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 23271